ბრაზილია 2-0 სერბეთი – რიშარლისონის შოუ
მუნდიალი კიდევ ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიამ დაიწყო. პენტაკამპეონებმა სერბეთს ლამაზი ფეხბურთით მოუგეს, თუმცა არის დანაკლისიც – მატჩის მიწურულს ნეიმარი ტრავმის გამო შეცვალეს. ბრაზილიამ პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში სერბეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და G ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. დუბლი რიშარლისონის ანგარიშზე იყო, რომელსაც ავტორიტეტული მედია საშუალებები ძირითადში ნაკლებად ელოდნენ. პირველ ტაიმში მაყურებელმა ლუსაილის სტადიონზე გატანილი გოლები ვერ […]