NBA – ქართველებმა ითამაშეს და მმოიგეს
ქართველები აგრძელებენ თამაშს და ქულების დაგროვებას. შეიძლება მეჩვენება კიდეც, არ ვიცი, მაგრამ სან ანტონიოც უკეთესი გუნდი მგონია სანდროსთან ერთად, და ორლანდოსაც წაადგა გოგას დამატება. საკრამენტო vs სან ანტონიო სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ოვერტაიმში დაამარცხა. გრეგის გუნდი სწორ გზაზეა, შორს მიმავალი გეგმებით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მომდევნო სეზონზე აქვთ გათვლა, ახლა […]
NBA – მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი, ბითაძის 22 წუთი
ქართველებმა ისევ საკმარისი დრო მიიღეს. გოგა ბითაძემ სარეკორდო 22 წუთი დაჰყო პარკეტზე, სანდრო მამუკელაშვილმა კი პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა სან ანტონიოს შემადგენლობაში. ორლანდო vs ვაშინგტონი ორლანდო იშვიათად იგებს, ამჟამად ვაშინგტონი დაამარცხა, რომელიც ასევე არ განიხილება საპლეიოფო გუნდად, თუმცა, ორლანდოზე კარგი მაჩვენებლები აქვს. შეხვედრა 116:109 დასრულდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ორლანდოს ლიდერმა, პაოლო ბანჩერომ, – 30 ქულა, […]
NBA – ქართველების შედეგიანი თამაში
გოგა ბითაძის შედეგიან შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილმაც შედეგიანად უპასუხა. ქართველი მოთამაშეები სათამაშო დროს იღებენ და შესაბამის შედეგსაც გვაჩვენებენ. გოგას 13 ჯა მორანტს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მემფისმა ორლანდო 113:108 დაამარცხა. გოგა ბითაძეს 13 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG […]
ბითაძემ 6 წუთი მიიღო, მამუკელაშვილმა 22
ერთ დღეს შედგა “ქართული კლუბების” მატჩები. ორლანდო ობლად დატოვებულ ბრუკლინს დაუპირისპირდა, სან ანტონიო კი მრისხანე ბოსტონს შეხვდა. ორლანდო vs ბრუკლინი ბრუკლინი ჯერ ისევ მეექვსე პოზიციაზეა, ვარდნა დიდი ხნის წინ დაიწყო და რეგულარული სეზონის ბოლომდე სად აღმოჩნდება კაცმა არ იცის. თუ მაინც მოხვდნენ პლეიოფში, ალბათ ყველაზე სუსტ გუნდთან გვექნება საქმე. ორლანდომ ბრუკლინი 119:106 დაამარცხა. ორმაგი დუბლი […]