ქართული დერბი არ შედგა
სან ანტონიომ ორლანდო 132:114 დაამარცხა. ქართული დერბის მოლოდინი იყო, თუმცა, არ შედგა. მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი ვიხილეთ პარკეტზე. გოგა ბითაძე ისევ უთამაშებელი დარჩა. ბითაძეს ბოლოს ერთი მატჩის წინ, იუტა ჯაზთან დაუთმეს 21 წუთი. როგორც ჩანს, დიდად კმაყოფილი არავინ დარჩენილა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დარჩა უთამაშებელი. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 29 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა – […]
NBA – მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა
ფილადელფია წარმატებულ სვლას აგრძელებს, საკრამენტოს მსგავსი სერია ვერ აქვს, მაგრამ ემბიდისა და ჰარდენის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. დებატებია NBA-ში ემბიდისა და იოკიჩის გარშემო. ვინ არის მიმდინარე რეგულარული სეზონის MVP? ემბიდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირადი დუელი მოუგო, დაჩაგრა, იოკიჩს კი ზედმეტი ქება არ სჭირდება, რა დონეზეც ემბიდი ახლა ავიდა, იოკიჩი სამი წელია ამ სიმაღლეზე იმყოფება. […]
NBA – მამუკელაშვილის 11 ქულა და მოგება
დიდი სენსაციით დავიწყოთ. ამაზე მაგარი რა უნდა მომხდარიყო?! ბებერი გრეგის სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ლიდერს შეხვდა და 128:120 დაამარცხა. ორი რამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ერთი ის, რომ სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, თანაც კარგად. მეორე ამბავი კი ის არის, რომ აუტსაიდერთან მარცხის მიუხედავად, ნიკოლა იოკიჩმა მაინც სამმაგი დუბლი შეასრულა. იოკიჩს კარიერაში 108 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, რეკორდსმენი […]
NBA – ფინიქსმა დალასი დაამარცხა
დავიწყოთ იმ თამაშით, რომელიც თბილისის, და მთლიანად ჩვენი ქვეყნის პერსპექტივით კომფორტულ დროს გაიმართა. ფინიქსი დალასს შეხვდა, კევინ დურანტი კი კაირი ირვინგს. ფინიქსი vs დალასი ვერ აქვთ კაირისა და ლუკას კარგი ერთობლივი სტატისტიკა. ცალკეულად ორივე კარგად თამაშობს, ბევრ ქულას აგროვებენ, თითქის საერთო ქიმიაც აღმოაჩნდათ, მაგრამ გუნდი ვერ იგებს იმდენს, რამდენსაც უნდა იგებდეს. დურანტმა კი გადასარევად დაიწყო, […]