ბოსტონ სელტიკსის რეკორდი – 82 ქულა პირველ ნახევარში

სან ანტონიო სპურსმა 117:105 დაამარცხა ინდიანა პეისერსი, ბრწყინვალე იყო ვიქტორ ვემბანიამა, სანდრო მამუკელაშვილს კი კვლავინდებურად არ უთამაშია. სპურსმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, რაც ამ გუნდისთვის, ამ მოცემულობაში დიდი ამბავია. ორმაგი დუბლი შეასრულა მაილს ტერნერმა, (16 ქ, 10 მ) ტაირის ჰალიბარტონს ბოლო დროს ვეღარ აქვს ისეთი სტატისტიკა როგორც მიგვაჩვია – 12 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი. […]

დონჩიჩისა და ირვინგის ერთობლივი 70 ქულა – დალასმა ფინიქსი დაამარცხა

სამარცხვინო All Star-ის შემდეგ რეგულარული სეზონი განახლდა. საკრამენტო კინგსი სან ანტონიო სპურსს შეხვდა და 127:122 დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია. ორლანდო მეჯიქმა კი კლივლენდ კავალიერსი დაამარცხა 116:109, თუმცა, არც გოგა ბითაძეს უთამაშია. სან ანტონიოს ჰქონდა შანსი მატჩი როგორც მინიმუმ ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ ვიქტორმა ძალიან რთული პოზიციიდან გადაწყვიტა სროლა, სულ რაღაც ერთი წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე. […]

სტეფ კარის 11 სამქულიანი

დიდი დრო არ გასულა რაც ორლანდოსა და სან ანტონიოს შეხვედრაზე დავწერეთ და წუხილიც გამოვთქვით რომ ამ დაპირისპირებამ ქართველების გარეშე ჩაიარა, უფრო სწორად, სულ ბოლოს, რამდენიმე წამი მისცეს გოგა ბითაძეს. ეგ იყო და ეგ. ისევ შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს და დამაიმედებელი კვლავ არაფერია, სანდრო მამუკელაშვილი არ გამოჩენილა, გოგა ბითაძეს კი მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს. სანდროს ბოლო შვიდ […]

ორლანდო vs სან ანტონიო – ქართველების გარეშე

ასეთი ამბავია, ველოდით ქართულ დერბის და სულ სხვა რაღაც ვიხილეთ. ან, არ ვიხილეთ, ქართველმა მაყურებელმა, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვა შეხვედრის ყურებაზე, ან ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ ბითაძე და მამუკელაშვილი გამოჩდებოდნენ. არ გამოჩენილან. არიან მოთამაშეები რომელთაც შეხედავს კაცი დიდი ინტერესით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიქტორ ვემბანიამა, მაგრამ იმედგაცრუება იმდენად დიდია რომ აღარც ვემბი გინდა კაცს […]