NBA – მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო დალასთან ოვერტაიმში დამარცხდა. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც სანდრომ სასტარტო ხუთეულში დაიწყო. დალასი vs სან ანტონიო დალასი მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა. არ იყო ლუკა დონჩიჩი და არ იყო კაირი ირვინგი, თუმცა, მავერიქსმა მაინც მოიგო. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ბოლო წამები, ჯერ კელდონ ჯონსონმა ვერ გამოიყენა ორი საჯარიმო, დასრულებამდე 2 წამით ადრე. მერე […]
ქართული დერბი არ შედგა
სან ანტონიომ ორლანდო 132:114 დაამარცხა. ქართული დერბის მოლოდინი იყო, თუმცა, არ შედგა. მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი ვიხილეთ პარკეტზე. გოგა ბითაძე ისევ უთამაშებელი დარჩა. ბითაძეს ბოლოს ერთი მატჩის წინ, იუტა ჯაზთან დაუთმეს 21 წუთი. როგორც ჩანს, დიდად კმაყოფილი არავინ დარჩენილა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დარჩა უთამაშებელი. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 29 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა – […]
NBA – მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა
ფილადელფია წარმატებულ სვლას აგრძელებს, საკრამენტოს მსგავსი სერია ვერ აქვს, მაგრამ ემბიდისა და ჰარდენის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. დებატებია NBA-ში ემბიდისა და იოკიჩის გარშემო. ვინ არის მიმდინარე რეგულარული სეზონის MVP? ემბიდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირადი დუელი მოუგო, დაჩაგრა, იოკიჩს კი ზედმეტი ქება არ სჭირდება, რა დონეზეც ემბიდი ახლა ავიდა, იოკიჩი სამი წელია ამ სიმაღლეზე იმყოფება. […]
NBA – ფინიქსმა დალასი დაამარცხა
დავიწყოთ იმ თამაშით, რომელიც თბილისის, და მთლიანად ჩვენი ქვეყნის პერსპექტივით კომფორტულ დროს გაიმართა. ფინიქსი დალასს შეხვდა, კევინ დურანტი კი კაირი ირვინგს. ფინიქსი vs დალასი ვერ აქვთ კაირისა და ლუკას კარგი ერთობლივი სტატისტიკა. ცალკეულად ორივე კარგად თამაშობს, ბევრ ქულას აგროვებენ, თითქის საერთო ქიმიაც აღმოაჩნდათ, მაგრამ გუნდი ვერ იგებს იმდენს, რამდენსაც უნდა იგებდეს. დურანტმა კი გადასარევად დაიწყო, […]