ფინალს შიმონ მარჩინიაკი იმსაჯებს
საფრანგეთი და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულთან ერთი ხელის გაწვდენაში არიან. ლუსაილის სტადიონზე გადამწყვეტ შეხვედრას შიმონ მარჩინიაკი გაუძღვება. კატარში, პოლონელმა არბიტრმა ორი შეხვედრა განსაჯა. ორივე შემთხვევაში ის მოედანზე მომავალ ფინალისტთან ერთად იყო. პირველი – საფრანგეთი 2-1 დანია იყო, ხოლო მეორე – არგენტინა 2-1 ავსტრალია. პიერ ლუიჯი კოლინას გადაწყვეტილებით, მარჩინიაკს ასისტენტობას თანამემამულეები გაუწევენ. გვერდითი მსაჯები პაველ სოკოლნიჩკი […]
ფანებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობის შედეგად, სამწუხაროდ, მონპელიეში 14 წლის გულშემატკივარი დაიღუპა. საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალის შემდეგ საფრანგეთსა და ბელგიაში შეტაკებათა სერია მოხდა. მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს. სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებათა სერიას მონპელიეში 14 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. სამართალდამცველების განცხადებით, ის ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა. ჰოსპიტალიზების მიუხედავად 14 წლის ბიჭის გადარჩენა […]
საფრანგეთი 2-0 მაროკო – ლე ბლუ ტიტულის დასაცავად
საფრანგეთმა ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშებს. ლე ბლუ მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ გავიდა. კატარში ნახევარფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. საფრანგეთმა მაროკო 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩში საკვანძო ორი მომენტი იყო – პირველი, მორგან საისი ბოლომდე მწყობრში ნამდვილად არ იყო, რამაც მაღრიბელთა გეგმები იძულებითი ცვლილების გამო არია […]
საფრანგეთი – მაროკო მატჩის წინ
ერთი ფინალისტი უკვე ცნობილია. არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ერთი მხრივ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი, მეორე მხრივ კი ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა, – მაროკო, პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მომავალ შეხვედრას გამოეხმაურა ლეგენდარული მაროკოელი ფეხბურთელი მუსტაფა ჰაჯი, – “საფრანგეთი ჩვენი მოძმე ერია, ყოველთვის ასე იყო. იმედია ეს ყველაფერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, […]