იქნება თუ არა კვარა ფლეიოფის ნახევარფინალში?
ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ნახევარფინალში?! – კითხვამ ბოლო საათების განმავლობაში უდიდესი თავის ტკივილი გააჩინა. UEFA-ს ოფიციალური წესების მიხედვით, კვარა დისკვალიფიცირებულია. წესების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ფლეი ოფში ვერ დაეხმარება. მეტი სიცხადისთვის UEFA-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2022-24 წლების რეგულაციებს და სადისციპლინოს ნაწილს ინგლისურად, დედანში გთავაზობთ. რა არის მთავარი კითხვა? წესი, რომელიც […]
ბოლო წუთის “უიღბლობის” ანატომია
ქომაგთა დიდი ნაწილი მოგებას ელოდა, მაგრამ ტრადიცია დაირღვა – საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შოტლანდია ვერ დაამარცხა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში თამაშზე კონტროლი დაკარგა და დამატებით წუთებზე გოლიც მიიღო. ამაზე კი პატარა სტატისტიკური კვლევა გამახსენდა, რომელიც ორი წლის წინ ჩავატარეთ. კვლევა ბოლო წუთების ანატომიას ეხებოდა. როგორ და რამდენჯერ გავუშვით ხელიდან მოგება, ან როდის და რამდენჯერ დავმარცხდით […]
საქართველო vs შოტლანდია – ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას
საქართველო vs შოტლანდია – სატურნირო მოტივაციისგან, ერთი შეხედვით, დაცლილი, მაგრამ პრინციპული მატჩი. სქოთებთან საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, 21:00 საათიდან ჩაატარებს. შოტლანდია 2:0 საქართველო, წვიმაში, ჰემპდენ პარკზე საქართველოსა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა სქოთებს აქვთ. საქართველოს ნაკრების მხარეს 2 გამარჯვებაა, შოტლანდიამ კი 3 მატჩი მოიგო. ამ წყვილში მატჩი ფრედ არასდროს დასრულებულა. […]
საქართველო vs კვიპროსი – პრესკონფერენციები
საქართველო vs კვიპროსი – პრესკონფერენციები. ვილი სანიოლმა და თემურ ქეცბაიამ მედიის კითხვებს უპასუხეს. საქართველოს ნაკრები – პრესკონფერენცია “ტაილანდთან დიდი ინტენსივობით ვითამაშეთ. კვიპროსი ტაილანდისგან განსხვავებული გუნდია და იმავე შემართებას და ინტენსივობას ველი. ვფიქრობ, ფეხბურთელები საკმაოდ ბედნიერები იყვნენ, რადგან სექტემბერი საკმაოდ რთული გამოვიდა. ამ მატჩმა თავდაჯერება დაგვიბრუნა. თუმცა ზოგჯერ ზედმეტი თავდაჯერება მავნებელია. იდენტურ მიდგომას ველი”. ვილი სანიოლი […]