Cré na Cille – მოდი დავიწყოთ ბოდიშით

რაღაც მსგავსი უკვე ნანახი მაქვს. ოთარ გაბელია იჯდა ცოტა მოშორებით, წვიმაში ვიღაც ვიცანი, ვიღაც ვერა, საქართველოს ნაკრები ვერ ვიცანი. გაბელია კი ვიცანი. მაგაზე გამახსენდა, ესპანეთი ჩამოვიდა და 7:2 მოგვიგო. კი ბატონო, ახალგაზრდული ნაკრები იყო, მაგრამ ახალგაზრდულიდან ეროვნულამდე სულ ერთი ნაბიჯია, ახლანდელი განწყობა კი ძალიან ჰგავდა მაშინდელს. მაშინაც ავიჩემეთ თუ შევუტევთ აუცილებლად მოვიგებთო, თან ისე კატეგორიულად […]

სანიოლის და კვარაცხელიას პრესკონფერენცია ესპანეთთან მატჩამდე

ალბათ, რაც შემიძლია, საქართველოს ნაკრებისა და გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ზოგადად, შეიძლება 90 წუთისთვის მზად არ ვიყო, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ. ამ დღეებში ყველაფერს ვაკეთებდი და მზად ვარ, დანარჩენს მოედანზე ვნახავთ. | Setanta Sports

ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე, პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო. მატჩისწინა დღე საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციითა და ვარჯიშით დაიწყო. დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ადგილი პირველმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავეს. საუბარი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და ნაკრების შტაბში ახალ მწვრთნელ, დევიდ უებზე დაიწყო. “როდესაც პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ჯგუფიდან გავიდნენ, […]

ორი დებიუტანტი – სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

ვილი სანიოლმა ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში ორი დებიუტანტია, გულშემატკივრის სურვილი კი აუსრულებელი დარჩა, გიორგი არაბიძე სიაში ვერ მოხვდა. საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 12 სექტემბერს კი გასვლაზე ნორვეგიასთან ითამაშებს. ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, […]

საქართველო vs შოტლანდია – ურთიერთშეხვედრები/რა დაგვამახსოვრდა

20 ივნისს გლაზგოში შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. გუნდებს აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ. ორი მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, ორიც ქართველებმა მოიგეს. ქართველ ქომაგს უყვარს შოტლანდიასთან თამაში, (განსხვავებით ირლანდიისაგან) მათი არავის ეშინია, პოზიტიური გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს, საქართველოს ისტორიაში ორი ძალიან კარგი შეხვედრა სწორედ სქოთების წინააღმდეგ ჩავატარეთ. მხოლოდ მოგებაში არ არის საქმე, ერთი თბილისური შეხვედრა საუკეთესო იყო კლაუს […]