სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. საქართველოს ნაკრებთან ფრე სურპრიზი არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმშუ სადავეები გავუშვით, მათ მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და კარგი კონტრშეტევები ჰქონდათ, ჩვენ 6-7 საგოლე მომენტი შევქმენით, გასვლითი შეხვედრისთვის ეს კარგი მოცემულობაა. ჩვენ ყველა ქართველ ფეხბურთელს კარგად […]

საქართველო vs მონღოლეთი – რას ველით?

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის დაანონსებას მაშინვე მოჰყვა ბევრი კითხვა და ხუმრობა, – მაინც, რაში გვჭირდება მონღოლეთის ნაკრებთან თამაში? ამჟამად მონღოლეთი ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები კი 78-ეა. სამაგიეროდ, ქალთა ნაკრებთა რეიტინგში ვართ მეზობლები, საქართველოს ქალთა ნაკრები 128-ე ადგილზეა, მონღოლეთი 129-ეზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკვე […]

უიღბლობა თუ მოუგვარებელი პრობლემა – ბოლო წუთზე წაგებული მატჩების ანატომია

კიდევ ერთი მატჩი წავაგეთ ბოლო წუთებზე, შეფასებებიც ტრადიციულია – დაწყევლილები ვართ! ბედი არა გვაქვს! განტევების ვაციც აქვეა – ამჯერად, გიორგი ლორია.  ვინც წყევლას ან უიღბლობას აბრალებს, არ ვეცდები საპირისპიროში დავარწმუნო, ადამიანს რისიც უნდა, იმის სჯერა. უბრალოდ, პროფესია გვავალდებულებს, რაციონალურ მიზეზებს მივყვეთ, მით უმეტეს, როცა ამ მიზეზების დანახვა რთული არ არის, ყველაფრის უკეთ წარმოსაჩენად სტატისტიკა დაგვეხმარება. […]