ვილი სანიოლისა და ოთარ კაკაბაძის პრესკონფერენცია
ხვალ, 26 მარტს, თბილისის დროით 21:00 ზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ოთარ კაკაბაძემ მატჩის წინ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხეს. ვილი სანიოლი: ფეხბურთელებს როგორც წესი ბევრი დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად, მაგრამ ამჟამად ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა და ყველა ფეხბურთელი მზად არის. ახლა ბოლო ვარჯიშს ჩავატარებთ […]
ვილი სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 2:0 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. დღეს საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში მეორე ფინალისტი გაირკვევა. ვილი სანიოლმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: თუ გუნდურ თამაშზე ვსაუბრობთ, მიუხედავად რთული მომენტებისა, პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, გოლიც გავიტანეთ, მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, წნეხი გაიზარდა, ემოციებიც იყო, ქართველებმა კარგად […]
მადლობა Setanta Sports-ის მაყურებელს მხარდაჭერისთვის – ილია თოფურია საქართველოშია
ილია თოფურია საქართველოშია. UFC-ის ქართველ ჩემპიონს გულშემატკივარმა, აეროპორტშივე ზღაპრული დახვედრა მოუწყო. ილია თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე საქართველო vs ლუქსემბურგი მატჩის წინ, UFC-ის საჩემპიონო ქამარს წარადგენს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება საგურამოს ბაზაზე კი დღეს დაიწყო. ილია თოფურია თბილისშია – დახვედრა აეროპორტში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია თოფურიას ასობით გულშემატკივარი დახვდა. მიმდებარე ტერიტორიაზე, მცირე […]
საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო – საქართველო ევროპაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო. ვილი სანიოლის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთაგან 22 ადგილზეა, 4 კი გუნდს საღამომდე შეუერთდება. ეროვნული ნაკრები შეკრებას საგურამოს ბაზაზე გაივლის. მიზანი ნათელი, ხოლო გადაწყვეტილება მართებულია. იყოს ნაკრები მოწყვეტილი ქალაქის აურ-ზაურს და იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ფეხბურთზე. საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში საგურამოში ვიდეო “ნაკრების საგურამოში, ქალაქგარეთ, სიმშვიდეში მოემზადება. მნიშვნელოვანია, ნაკრები მოწყვეტილი იყოს ქალაქს. იქ […]