დღეს კვარა თამაშობს – ნაპოლი სამპდორიას სტუმრობს
ნაპოლი 2023 წელს პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. სერია A-ს ლიდერი სამპდორიას, ლუიჯი ფერარისზე ესტუმრება. ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების გამო ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. setantasports.com-ზე პირდაპირი რეპორტაჟი 20:55-დან დაიწყება. სამპდორია vs ნაპოლი ლუჩანო სპალეტის გუნდი, გასულ ტურში ინტერთან, სან სიროზე დამარცხდა. შესაბამისად, მდევრებს სხვაობის შემცირების საშუალება მიეცა. ხვიჩა კვარაცხელია მწყობრშია და გენუაში გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით […]
ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი პანკრეასის სიმსივნეს 5 წლის განმავლობაში ებრძოდა. დიდებული იტალიელი ექს ფორვარდი გვიან ღამით, ლონდონში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. “მადლობას ვუხდით მათ, ვინც წლების განმავლობაში ჯანლუკას მხარს უჭერდა. მისი ხსოვნა და მაგალითი ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებს”. ჯანლუკა ვიალის ოჯახი კრემონეზეს, სამპდორიას, იუვენტუსისა და ჩელსის ყოფილ თავდამსხმელს პირველად სიმსივნის დიაგნოზი 2017 წელს დაუდგინდა. 2021 […]
სხვა არაფერი დაგეგმო, Setanta Sports-ზე კვარა ბრუნდება
მილანი, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი, ინტერი – ნაპოლი Setanta Sports-ზე ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება. რამდენი გულშემატკივარი ელის დღეს სერია A-ს განახლებას. რამდენი დროს ითვლის 23:45-მდე და თანაც, ეს ყველაფერი განსაკუთრებით საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის ზეიმთან ასოცირდება, თანაც მას ქართული ფეხბურთის ზეიმი ჰქვია. ნაპოლის ქართველმა შემტევმა სიტყვა მასობრივს ახალი მნიშვნელობა შესძინა. Serie A ინგლისის პრემიერ ლიგა, საფრანგეთის […]
კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ნაპოლი კვარაცხელიას არ გაასხვისებს. მეტიც, ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ. კვარას მენეჯერი მოლაპარაკებებისთვის იტალიაში მიემგზავრება. მამუკა ჯუღელი ნეაპოლში მიდის. მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებაა. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. კონტრაქტის განახლების მიზნით, ფეხბურთელის აგენტი ნეაპოლში იანვრამდე იქნება. ნაპოლის უარი სხვა კლუბებს იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი იქნება მითითებული. როგორც თავად […]