1000 მილი საყვარელი გუნდის საქომაგოდ
იტალიელმა გულშემატკივარმა 1000 მილი გაიარა თავისი საყვარელი გუნდის, სუდტიროლის თამაშის სანახავად. სუდტიროლი სერია ა-ში გადასვლას ისახავს მიზნად, ამჟამად გუნდი მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში. შარშან კი 49 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად აღზევდა სერია ბ-ში. სუდტიროლმა ბენევენტოსთან ითამაშა ბოლო ტურში, მხარდასაჭერად კი მხოლოდ ერთი ქომაგი გაჰყვა, დამიან გრუბერმა ორდღიანი შვებულება აიღო და ძალიან გრძელი მანძილი დაფარა იტალიის ჩრდილოეთიდან, […]
ინტერვიუ კვარას აგენტთან – რეალი? მამამისი და მე ბარსელონას ვქომაგობთ
“ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ყველაფერი მოსწონს, არავინ არსად არაფერს აპირებს ჯერჯერობით. თუ რაღაც ისეთი მოხდება, პირველ რიგში ეცოდინება ჯიუნტოლისა და მაურიციოს”. კვარას აგენტ, მამუკა ჯუღელთან ინტერვიუ GEO TEAM-მა ჩაწერა. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი – GEO TEAM-მა მამუკა ჯუღელთან ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ კვარას მიმართ არსებული უდიდესი ინტერესის გამო ინტერვიუს ამონარიდები […]
სასუოლო vs ნაპოლი – კვარაცხელიას რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგამდე
ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგამდე სასუოლოს ესტუმრებიან. სერია A-ს ლიდერი 23-ე ტურს ემილია-რომანიაში გახსნის. ამ პოსტში წაიკითხავთ: სერია A-ს სატურნირო ცხრილი ნაპოლი 59 ქულით პირველ ადგილზეა. 22 ტურის შემდეგ ეს სერია A-ს ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. 60 ქულა ისტორიაში 2007 წლის ინტერსა და 2019 წლის იუვენტუსს ჰქონიათ. სასუოლო მე-15 ადგილზეა. ნეროვერდის სულ 24 ქულა […]
კვარაცხელია, ელმასი და სხვები თურქეთისთვის
ელიფ ელმასი თურქეთის მოსახლეობის დახმარებას ცდილობს. თურქული წარმოშობის ჩრდილო მაკედონიელს ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და სხვა თანაგუნდელები ეხმარებიან. ნაპოლის ფეხბურთელების მაისურები აუქციონზე გაიყიდება. მიზანი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა. ელიფ ელმასი, რომელიც 2017-2019 წლებში ფენერბაჰჩეში თამაშობდა, ბავშვების განათლების მიმართულებით ცდილობს სტიქიით დაზარალებული ქვეყნის დახმარებას. ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი საკუთარ და თანაგუნდელების ავტოგრაფიან მაისურებს აუქციონს გადასცემს. ფოტოებს […]