NBA – ემბიდმა ლეიკერსს გადაუარა

კარგი თამაშები ვიხილეთ, დასკვნების გამოტანას რომ გაგიადვილებს და ბევრ რამეზეც რომ დაგაფიქრებს ისეთი. სულ რაღაც ხუთი თამაში ჩატარდა და მოდი, სამს შედარებით ვრცლად გავყვეთ. მანამდე კი ორი სიტყვა ცხრილზეც ვთქვათ, თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მიდის, დასავლეთში ისევ ბოლო მატჩების დრამა გვექნება, ეს ფაქტია, აღმოსავლეთში კი არავინ ელოდა ორლანდოს ასეთ თამაშს, რაც ჩვენც გვახარებს, რა თქმა უნდა. […]

Game 6 – პეისერსი და ნიქსი შემდეგ ეტაპზე არიან

ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება იანის ატენტოკუნმპომ. ბაქსი მის გარეშე ამ სერიას ვერ მოიგებდა. ცალკეული თამაში კი ბატონო, მაგრამ სერიის მოგება შეუძლებელი იყო. დაბრუნდა ლილარდი, თუმცა, მისი ყოფნა საკმარისი არ გამოდგა. პეისერსი გავიდა შემდეგ ეტაპზე სადაც ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდება. ნიქსმა ფილადელფია დაამარცხა, ჯერჯერობით საუკეთესო სერია გამოდგა, ვნახოთ დალასი და კლიპერსი რას იზამენ. ნიუ-იორკ ნიქსი vs ფილადელფია სიქსერსი […]

Game 5 – სიქსერსმა და ბაქსმა სერია გადაარჩინეს

დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან სერია დახურა – 4:1. ჯამალ მარის კარგი თამაშის შედეგად ორი ქულით დაამარცხეს მეტოქე. ლეიკერსისთვის სეზონი დასრულდა. ოკლაჰომა სიტიმ პელიკანსს კიდევ ერთხელ მოუგო და მათ წვალებას წერტილი დაუსვა – 4:0. ზაიონმა დაბრუნება ვერ მოასწრო, ეს უკვე განაჩენია. ბოსტონი მაიამისთან 3:1 იგებს და ერთ ნაბიჯშია სერიის დახურვასთან. ეს წყვილები გუშინდელი და ჩავლილი […]

Game 2 – მასპინძლები დაწინაურდნენ/ ჯამალ მარის ბაზერ ბითერი

მეორე წრეზე წავედით, Game 2 კლივლენდისა და ორლანდოს შეხვედრით გაიხსნა. ისე მოხდა რომ მასპინძლები დღის სამივე თამაშში ორი მოგებით დაწინაურდნენ. მეორე შეხვედრა მოიგეს კლივლენდმა, დენვერმა და ნიქსმა. ოღონდ, სათქმელი ბევრია – კლივლენდ კავალიერსისა და ორლანდო მეჯიქის თამაშისგან განსხვავებით, დანარჩენ ორ შეხვედრაში თანაბარი და დრამატული ბრძოლა ვიხილეთ. მოდი, ბითაძის გუნდით დავიწყოთ. კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი […]