All Star-ზე რეკორდი მოიხსნა
დღეს გამთენიისას ინდიანაპოლისში ყველა ვარსკვლავის შეხვედრა გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებით დასრულდა – 211:186. ეს All Star-ის ყველაზე შედეგიანი შეხვედრა გამოდგა, აღმოსავლეთის გუნდი, რომელსაც იანისი კაპიტნობდა გახდა პირველი ისტორიაში, რომელიც 200 ქულიან ნიშნულს გადაცდა. ვის მოსწონს ასეთი All Star-ი? ყოველ წელს უფრო მეტად უფასურდება და უფრო მეტად ემსგავსება საჩვენებელ შეხვედრას. ასე იფუთება – ამბობენ რომ […]
All Star-ის ყველა მონაწილე ცნობილია
წლევანდელი All Star-ი 19 თებერვალს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე შედგება, ინდიანაპოლისში. შეხვედრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური. მანამდე კი შეგვიძლია მონაწილეებს გადავხედოთ, გუშინ რეზერვებიც დაასახელეს და სრული სია შეგვიძლია განვიხილოთ. აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკ ბაქსი) – ეს იანისისთვის ზედიზედ მერვე All Star-ი იქნება. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი) – ზედიზედ მეშვიდე All Star-ი. […]
ლეიკერსი ჩემპიონია – ლებრონ ჯეიმსი MVP
ისტორიაში პირველი NBA-ის თასი დასრულდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონია. ალბათ, სიმბოლურიც არის რომ პირველი გათამაშება სწორედ ლეიკერსმა მოიგო. ინდიანამ ფინალამდე რთული გზა გაიარა, ჰალიბარტონი ძალიან კარგ ფორმაშია და ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებდნენ, მით უმეტეს, რომ ლეიკერსი არ არის დაუმარცხებელთა კატეგორიიდან, მაგრამ ფინალი მაინც დამაჯერებლად მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ინდიანამ სხვაობა სამ ქულამდე რამდენჯერმე შეამცირა, ეს იყო […]
NBA-ის თასი – ფინალისტები გამოვლინდნენ
ესეც ასე. შიდა ტურნირის ფინალისტები უკვე ვიცით. არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდი, რომ მილუოკი ამ ეტაპზე დაგვემშვიდობებოდა. თუმცა, ისიც აღგვინიშნავს – ერთ მატჩიან დუელში ყველაფერი შესაძლებელია. ინდიანასთან ფავორიტად მილუოკი ითვლებოდა, ლეიკერსისა და პეისერსის შეხვედრაში კი თანაბარ, დრამატულ დაპირისპირებას ელოდნენ. ჰოდა, არც პირველი შეხვედრის პროგნოზი გამართლდა, არც მეორე. მილუოკი vs […]