NBA – მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა
ფილადელფია წარმატებულ სვლას აგრძელებს, საკრამენტოს მსგავსი სერია ვერ აქვს, მაგრამ ემბიდისა და ჰარდენის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. დებატებია NBA-ში ემბიდისა და იოკიჩის გარშემო. ვინ არის მიმდინარე რეგულარული სეზონის MVP? ემბიდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირადი დუელი მოუგო, დაჩაგრა, იოკიჩს კი ზედმეტი ქება არ სჭირდება, რა დონეზეც ემბიდი ახლა ავიდა, იოკიჩი სამი წელია ამ სიმაღლეზე იმყოფება. […]
NBA – მამუკელაშვილის 11 ქულა და მოგება
დიდი სენსაციით დავიწყოთ. ამაზე მაგარი რა უნდა მომხდარიყო?! ბებერი გრეგის სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ლიდერს შეხვდა და 128:120 დაამარცხა. ორი რამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ერთი ის, რომ სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, თანაც კარგად. მეორე ამბავი კი ის არის, რომ აუტსაიდერთან მარცხის მიუხედავად, ნიკოლა იოკიჩმა მაინც სამმაგი დუბლი შეასრულა. იოკიჩს კარიერაში 108 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, რეკორდსმენი […]
NBA – ფილადელფიამ მილუოკი დაამარცხა
NBA-ში ვნახეთ ცენტრალური მატჩი და სანდრო მამუკელაშვილის სადებიუტო შეხვედრა, სან ანტონიოს მაისურით. ახალი ქართული ამბავი დაიწყო და იმედია წარმატებით გაგრძელდება. მილუოკი vs ფილადელფია ბოლო მატჩები ფილადელფიაზე ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა ადამიანს, თითქოს პლეიოფისათვის მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. ითამაშეს მემფისთან, ბოსტონთან, მაიამისთან, დალასთან და ბოლოს მილუოკთან. ბოსტონთან ძალიან დარამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ, ჯოელ ემბიდის ბოლო სამიანი არ ჩაითვალა, დრო […]
NBA – ვარსკვლავთა ომები დალასმა მოიგო
NBA-ში ოთხი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, ორი განსაკუტღებით გამოსარჩევია. დიდი მოლოდინი იყო ფილადელფია-დალასისა და უორიორზი-კლიპერსის მატჩის მიმართ. ფილადელფია vs დალასი რა დავარქვათ ამ მატჩს? შეგვიძლია ვარსკვლავთა ომები ვუწოდოთ. დალასმა აჩვენა, რომ საპლეიოფო გუნდია და NBA-ის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი. ფილადელფიასგან კი დიდი ხანია ვიცით, რომ ასეა. დიდი დუეტის ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი – კაირი ირვინგი და ლუკა […]