დემიან ლილარდის 60 ქულა!
NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ხმაურიანი ინდივიდუალური პერფორმანსიც ვიხილეთ, მთელი ყურადღება დემიენ ლილარდისკენ არის მიმართული. პორტლენდმა იუტას უმასპინძლა და 134:124 დაამარცხა. ლილარდმა მოახერხა და 40 წუთში 60 ქულა დააგროვა! პლუს 7 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 15-დან 9 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, მისი საუკეთესო მაჩვენებელი 11 სამქულიანია. ლილარდთან ერთად პორტლენდი სულ სხვა გუნდია და მიიწევს […]
ბრუკლინი დურანტისა და ირვინგის გარეშე დამარცხდა
მილუოკ ბაქსმა ტორონტოს უმასპინძლა და 130:122 დაამარცხა. ბაქსი კვლავ იანისის გარეშე აგრძელებს თამაშს, კრის მიდლტონის უქმობა კი დიდი ხნის ამბავია. იანისის არყოფნაში ფრთები შეესხა ჯრუ ჰოლიდეის, ბოლო მატჩებში საუკეთესო იყო და არც ტორონტოსთან შეურცხვენია თავი. ჯრუს ანგარიშზე 37 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტია. კარგი შეხვედრა ჰქონდა ბრუკ ლოპესს, თუმცა, 29 წუთზე მეტი ვერ ითამაშა, […]
მაიამიმ მილუოკი დაამარცხა – მამუკელაშვილმა 7 წუთი მიიღო
მაიამიმ მილუოკ ბაქსს უმასპინძლა და 111:95 დაამარცხა. კვლავ კარგი თამაში ჩაატარა შესანიშნავმა ოთხეულმა. 20-20 ქულა დააგროვეს ადებაიომ და ოლადიპომ. ადებაიოს 13 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, ოლადიპოს 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა. ყველაზე მეტი, 27 ქულა დააგროვა გეიბ ვინსენტმა, პლუს 3 მოხსნა და 2 პასი. ხოლო, ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 16 ქულა, 4 მოხსნა და […]
ემბიდი დაბრუნდა – ფილადელფიამ დეტროიტი გაანადგურა
გოლდენ სტეიტ უორიორზი ფინიქსთან 113:125 დამარცხდა. პარკეტს დაუბრინდა სტეფ კარი, თუმცა, მისი დაბრუნება გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა, თუმცა, უორიორზმა მეტი ვერაფერი შეძლო. სტეფ კარის ანგარიშზე 24 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასია. კლეი ტომპსონმა 29 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. ჯორდან პულის ანგარიშზე 27 ქულა, […]