ემბიდის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ჯოელ ემბიდის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ჯოელმა მარცხენა მენისკის ტრავმა მიიღო და გარკვეული ხნის მანძილზე დასვენება მოუწევს. ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ ამბობენ თუ რამდენი ხნით იუქმებს ემბიდი. ფილადელფიას ცენტრი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ბევრი ზედიზედ მეორე MVP-ისაც უწინასწარმეტყველებდა, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. MVP-ისა და სხვა ჯილდოებს კი განსაკუთრებული […]
სტეფ კარის 37 ქულა – უორიორზმა ფილადელფია დაამარცხა
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის მოგება შეძლო გოლდენ სტეიტ უორიორზმა, რა თქმა უნდა, სტეფ კარის დიდი დამსახურებით. სტეფს გამორჩეული თამაში ჰქონდა, იმავეს ველოდით ჯოელ ემბიდისგანაც, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო, სროლები არ წაუვიდა. აღსანიშნია ისიც რომ ფილადელფიას აკლდა ტაირის მაქსი, თუმცა, ქომაგი სიქსერსისგან გაცილებით მეტს ელოდა. თამაშის მიწურულს იყო ძალიან უსიამოვნო მომენტი, ბურთზე ბრძოლისას დაზიანება მიიღო ემბიდმა და […]
NBA – ჯოელ ემბიდის 70 ქულა!
2006 წლის 22 იანვარს კობი ბრაიანტმა 81 ქულა ჩააგდო და ამაზე საუბარი დღემდე არ შეწყვეტილა. მართალია რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, მაგრამ ის სხვა დრო იყო, ან, შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ ბუნდივანი წარმოდგენა არსებობს როგორი იყო მაშინდელი NBA-ი. კობი სად თამაშობდა, რა გარემოში, რა კონკურენციაში ეს უკვე კარგად ვიცით. გავიდა 18 წელი და ამ დღის აღსანიშნავად […]
NBA – ემბიდმა იოკიჩთან მოიგო
NBA-ში სამი შეხვედრა გაიმართა. სამიდან ერთი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, ბოლო წლებში არა მხოლოდ ორი გამორჩეული ცენტრის დუელს ვუყურებთ, არამედ MVP-ის ჯილდოსთვის ბრძოლას. ჯოელ ემბიდი ნიკოლა იოკიჩის დენვერს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაამარცხა. ემბიდი იოკიჩის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებულია, იოკიჩის სახეზე, თამაშზე და სხეულის ენაზე კი ამის ამოკითხვა შეუძლებელია, მისთვის თითქოს ყოველთვის ყველაფერი სულ ერთია. ფილადელფია vs […]