NBA – ჯა vs უესტბრუკი
ლებრონი საქმეშია, დალასი არასასურველ მეტოქეს შეხვდა მეტად რთულ პერიოდში, უესტბრუკმა კი როგორც იქნა თავისი თამაში იპოვა. ლეიკერსი vs ჩიკაგო გუნდების წინა დაპირისპირებაში პატრიკ ბევერლიმ ორქულიანი პროვოკაციულად აღნიშნა, თვით ლებრონ ჯეიმსს ანიშნა ზედმეტად პატარა ხარ იმისათვის, რომ სროლა დამიბლოკოო. ამას თავხედობაც აღარ ჰქვია. ჰოდა, პასუხიც მალევე მიიღო, ბოლო მეოთხედში რივზმა მოათავსა თითქმის ისეთივე ორქულიანი და ანალოგიური […]
NBA – იოკიჩისა და ემბიდის დუელი არ შედგა
MVP-ის ორი მთავარი პრეტენდენტის დაპირისპირება ვერ ვიხილეთ, ჯოელ ემბიდმა დენვერთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. არადა, იოკიჩი vs ემბიდი – რაუნდი 2 – ბრწყინვალე იქნებოდა. დენვერი vs ფილადელფია ფავორიტი დენვერი იყო, რადგან ფილადელფიას ემბიდის გარდა ჯეიმს ჰარდენიც აკლია. მათ გარეშე კი ფილა სულ სხვა გუნდია, თუმცა, ტაირის მაქსის კარგი თამაშის შედეგად მცირე ინტრიგა მაინც გვქონდა. იოკიჩი […]
ორი ცენტრალური მატჩი – დასავლეთ კონფერენციის უპირატესობა
NBA-ში ცენტრალური მატჩის დღე გვქონდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული დასავლეთი გამოვიდა. დენვერი vs მილუოკი ორივე ლიდერი პარკეტზე გახლდათ, იანისიც და იოკიჩიც. ხშირად ამბობენ, რომ იანისს კარგი გუნდი ჰყავს შემოკრებილი, იოკიჩი კი მარტოაო. არის ამაში დიდი სიმართლის მარცვალი, მარცვალი კი არა და კარგი დიდი ნაჭერი. მატჩის დაწყების წინ ნიკოლა იოკიჩს თებერვლის […]
ორი ოვერტაიმი სიქსერსსა და ჩიკაგოს შორის
ჯა მორანტი ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია. გულშემატკივარი მოუთმენლად ელის როდის დაუბრუნდება პარკეტს, საინტერესოა რა გავლენას იქონიებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მის კარიერაზე. მემფისი vs დალასი მემფისს აკლდა ჯა, დალასს აკლდა ლუკა. თითქოს, მაინც დალასს უნდა ჰქონოდა უპირატესობა, რადგან ყველაზე დიდი ვარსკვლავი კაირი ირვინგი იყო, თუმცა, მისი მოსვლის შემდეგ დალასში მაინცდამაინც კარგად ვერ წავიდა საქმე, და გუნდი […]