NBA – ლუკა დონჩიჩის 50 ქულა და მოგება ფინიქსთან

შეერთებული შტატების საშობაო საჩუქარი ბოსტონისა და ლეიკერსის კლასიკა იყო, თუმცა, ყველა ბედნიერი ვერ დარჩა ამ შეხვედრით. ეს კალათბურთია, ყაიმი არ მოსულა, მხოლოდ ერთმა უნდა მოიგოს. გარდა ბოსტონი ლეიკერსისა, კიდევ ორი საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ, მაიამიმ ფილადელფია დაამარცხა, დალას მავერიქსმა კი ფინიქს სანსი. ჰოდა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სანტა კლაუსის როლი ლუკა დონჩიჩს ერგო. განსხვავებული სურათი არც ამჯერად […]

NBA-ის თასი – ლეიკერსი და მილუოკი ნახევარფინალში გავიდნენ

გუშინ ინდიანა პეისერსი და ნიუ-ორლეან პელიკანსი გავიდნენ ნახევარფინალში. დღეს ლას-ვეგასის გზაზე მიმავალი ორი გუნდიც გაირკვა. ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, მოულოდნელი მხოლოდ პეისერსის გასვლა იყო. გამთენიისას ლეიკერსმა ფინიქსს უმასპინძლა, მილუოკიმ ნიუ-იორკ ნიქსს. ბაქსი vs ნიქსი თამაშის დასაწყისშივე დავიზაფრეთ, იანისი დაშვების დროს ფეხს ადგამს ჯულიუს რენდელს, ზუსტად ისე, როგორც კავაიმ იპოვა ზაზას ფეხი – ან ზაზას ფეხმა კავაის […]

წინათქმა – NBA-თასის მეოთხედფინალები

ხვალ, თბილისის დროით 04:30-ზე NBA-ის თასის მეოთხედფინალები აიღებს სტარტს. ადგილობრივთათვის ორშაბათს, ჩვენთვის სამშაბათს. ჯერ კიდევ ბევრი დავაა იმის შესახებ ივარგებს თუ ვერა NBA-ის თასი. რამდენ ხანს გაძლებს ეს ტურნირი, ექნება თუ არა საჭირო გამოხმაურება და გავლენა. მხოლოდ საქართველოში არ ხდება რომ ყველაფერ ახალს რთულად იღებენ და ეგუებიან, ამერიკაშიც ასეა საქმე, მაგალითად, თავის დროზე მოგვიმზადებია სტატიები […]

NBA – ორლანდო მოგებას განაგრძობს/იოკიჩმა დურანტი დაამარცხა

ორლანდო ისევ იგებს, გოგა ისევ სასტარტოშია. ამაზე უკეთესს ვერაფერს წარმოვიდგენდით. როცა გოგა ინდიანას ტოვებდა, უკეთესის მოლოდინი ყველას გვქონდა, მაგრამ ამ სეზონს თუ ასე მაგრად დაიწყებდნენ ამას ნამდვილად არ ველოდი. კარგი თამაშები შედგა, ვიქტორ ვემბანიამა ზაიონ უილიამსონის პირისპირ უნდა გვენახა, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი. NBA-ის ორი მომავალი სახე, უდიდესი ვარსკვლავური პოტენციალით, და დიდი კითხვის ნიშნით […]