ორი ცენტრალური მატჩი – დასავლეთ კონფერენციის უპირატესობა

NBA-ში ცენტრალური მატჩის დღე გვქონდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული დასავლეთი გამოვიდა. დენვერი vs მილუოკი ორივე ლიდერი პარკეტზე გახლდათ, იანისიც და იოკიჩიც. ხშირად ამბობენ, რომ იანისს კარგი გუნდი ჰყავს შემოკრებილი, იოკიჩი კი მარტოაო. არის ამაში დიდი სიმართლის მარცვალი, მარცვალი კი არა და კარგი დიდი ნაჭერი. მატჩის დაწყების წინ ნიკოლა იოკიჩს თებერვლის […]

მამუკელაშვილმა ყოფილ გუნდთან ითამაშა

საინტერესო დღე იყო NBA-ში. უკვე ქართველი ქომაგისთვისაც გაცილებით საინტერესო ხდება ყველაფერი, რადგან სანდრო მამუკელაშვილი სტაბილურად იღებს სათამაშო დროს. ჩვენ კი, ლეიკერსით დავიწყოთ. ლეიკერსი vs ფინიქსი ორი მთავარი ვარსკვლავის გარეშე შედგა მატჩი. არც ლებრონ ჯეიმსი ყოფილა პარკეტზე, არც კევინ დურანტი. ლეიკერსმა დევისის დაბრუნების შემდეგ თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და კითხვებიც აღარ ისმის – ეს გუნდი პლეიოფში ითამაშებს. […]

ლეიკერსი მეათე ადგილზე აღზევდა

არ არის დურანტი, არ არის შედეგი. ფინიქსი კარგი გუნდია, მაგრამ დურანტის გარეშე ძლიერ გუნდებთან შედეგს ვერ აღწევს. ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო ახალი ისტორია დურანტსა და ფინიქსს შორის, თუმცა, თავიდანვე ჩანს, რომ კევინის გავლენა ძალიან დიდი იქნება. ფინიქსი მილუოკთან დამარცხდა – 104:116. დევინ ბუკერის ანგარიშზე 30 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტია. კრის პოლმა 11 ქულა, […]

NBA – მილუოკ ბაქსმა საკრამენტო დაამარცხა

საკრამენტო ძალიან კარგ სეზონს ატარებს და სამართლიანადაც აღმოჩნდა დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზე. თუმცა, მილუოკთან ვერაფერს გახდნენ. როცა საქმეში იანისი ერთვება, იქ რთულია წარმატებაზე ფიქრი. საკრამენტომ პირველი ნახევარი 62-ით 53 მოიგო. დომანტას საბონისისა და დე’არონ ფოქსის კარგი თამაშის წყალობით. მეორე ნახევარში კი მილუოკის შეტევებს ვეღარ გაუძლეს. საბონისის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 23 ქულა, 17 მოხსნა, 15 […]