ბარსელონა ჩემპიონია
ბარსელონამ გასვლაზე ესპანიოლი დაამარცხა და ლა ლიგის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონობა მეზობლის მოედანზევე იზეიმა და გულშემატკივართა წყრომა დაიმსახურა. რამდენიმე ათეული ქომაგი მოედანზე გადმოხტა, ფეხბურთელებს გაეკიდა, ესენიც გაიქცნენ და გასახდელს შეაფარეს თავი. ერთი შეხედვით საშიში სურათი იყო, თუმცა, ცუდი შედეგები არ მოჰყოლია, ჩემპიონებმა სიცილ-სიცილით დატოვეს მინდორი. მატჩის შემდგომ ჩავიმ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს მოედანზე არ უნდა დაეწყოთ ზეიმი, […]
ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი – Preview
ბარსელონა ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ანონსი ისეთია ჩემპიონთა ლიგასაც მოუხდებოდა, გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. ლაპორტამ სეზონის წინ ყველაფერი სასწორზე შეაგდო, ბოლომდე გარისკა და დამარცხდა. მიზანი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო, მხოლოდ ასე შეიძლებოდა იმ ფინანსური გზის გავლა, რომელიც პრეზიდენტმა დაგეგმა, მაგრამ არ გაუმართლა. ჯერ ერთი, სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, მერე მეორე – დაცვის ხაზი […]
ბარსელონამ დიდი უპირატესობა მოიპოვა
ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სევილია დაამარცხა და 8 ქულით გაუსწრო მადრიდის რეალს, რომელმაც მალიორკასთან წააგო გასვლაზე. (1:0) მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, მოედანი მალევე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენი გაუცდება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მანჩესტერთან შეხვედრას გამოტოვებს. ჩავი ერნანდესი მთელი სეზონის მანძილზე ეძებდა ოპტიმალურ ტაქტიკას, მიაგნო კიდეც, 4-5-1 იდეალური აღმოჩნდა ამ გუნდისთვის, შეტევის დროს 3-4-3 ზე ეწყობა, […]
ბარსამ პირველი წრე დამაჯერებლად დახურა
ბარსელონამ ბეტისი დაამარცხა და მადრიდის რეალს უკვე რვა ქულით გაასწრო. თუმცა, ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. რეალი დღეს ვალენსიას მიიღებს ბერნაბეუზე. ბარსელონამ სეზონის წინ დაცვის გაძლიერებაზე იზრუნა და შდეგიც კარგი მიიღო, გუნდს ბეტისთან შეხვედრამდე 18 ტურში მხოლოდ ექვსი გოლი ჰქონდა გაშვებული, ამ ექვსიდან სამი კლასიკოში გაუშვა. ბეტისთან მატჩით პირველი წრე დასრულდა. კუნდემ ბოლო წუთებზე თავის […]