საფრანგეთი ნახევარფინალშია – ინგლისი შინ მიდის

საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ნახევარფინალს ითამაშებს | Setanta Sports

ევროპული მეოთხედფინალი საფრანგეთმა მოიგო. დრამატული მატჩის ბედი ძირითად დროში გაირკვა, გადამწყვეტი ჰარი კეინის გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა. მაროკოს მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება. დიდიე დეშამის გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. ჩუამენი-ჟირუს გოლების საპასუხოდ ორი გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა. თუმცა პირველი პენალტის რეალიზების შემდეგ ტოტენჰემის შემტევმა, მეორე – კარს ააცილა. ანგარიში ორელიან ჩუამენიმ შორეული დარტყმით გახსნა. უპამეკანო, […]

ხორვატია პირველი ნახევარფინალისტია

ხორვატიამ ბრაზილია მეოთხედფინალში დაამარცხა | Setanta Sports

ლოგიკის და მოლოდინის წინააღმდეგ – მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და პირველი ნახევარფინალისტი გახდა. პირველ მეოთხედფინალში მაყურებელმა გვიანი შოუს დრამა იხილა. საყოველთაო ფავორიტად მიჩნეული ბრაზილია 105-ე წუთიდან 117-მდე იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ნეიმარის გოლს პეტკოვიჩმა უპასუხა. ძირითადი 90 წუთი 0-0 დასრულდა. მიუხედავად 8 ზუსტი დარტყმისა, პენტაკამპეონებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეკარე […]

დალიჩი და მოდრიჩი – მატჩის წინ

ბრაზილიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზლატკო დალიჩმა და ლუკა მოდრიჩმა ისაუბრეს. “გეთანხმებით, რომ მეოთხედფინალში გასვლა ჩვენთვის წარმატებაა, მაგრამ ჩვენ მეტი გვსურს. ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია, ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ”, – თქვა ლუკამ. “ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”. ტიტეს მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ ზლატკო დალიჩსაც დაეკითხნენ, – “ჩემი გუნდი ასე არ აღნიშნავს გოლებს, […]

ტიტე და ვინისიუსი – მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადადის, მუნდიალზე მეოთხედფინალები იწყება. დღეს ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას შეხვდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტიტემ და ვინისიუს ჟუნიორმა ისაუბრეს. ტიტეს ძირითადად კრიტიკაზე უწევდა პასუხის გაცემა, ვინისიუსს კი მოულოდნელი სტუმარი ეწვია. “ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიას წარმოვადგენ და ჩემს სათაყვანებელ ფეხბურთელთან ერთად მიწევს თამაში, (გულისხმობს ნეიმარს), ერთიანი სულისკვეთება დიდ როლს თამაშობს ჩვენი გუნდის წარმატებაში. ნეიმარი მაფრთხილებდა, […]