მინესოტამ დენვერი გაანადგურა – წინ Game 7 ია
ძალიან რთული იყო ზედიზედ სამი წაგებული შეხვედრის მერე სერიაში დაბრუნება, მით უმეტეს, ჩემპიონებთან, ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეთსთან. მინესოტამ ეს შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემადგენლობას ნამდვილად არ აქვს დიდი გამოცდილება, ახლა დგამენ ამ ნაბიჯებს, ახლა ქმნიან თავიანთ მომავალს, თითქოს ის გუნდია, რომელმაც ნელ-ნელა უნდა იაროს ჩემპიონობისკენ. თუმცა, არა მგონია ვინმეს გაუკვირდეს, თუ ახლავე შეძლებენ ყველაფერს. […]
მინესოტამ დენვერიდან Game 2 იც მოიპარა
აღმოსავლეთსა და დასავლეთში ნახევარფინალები იმართება. ოთხ-ოთხი გუნდი ფინალისტების ვინაობას გაარკვევს, შემდეგ კი სუპერფინალი გველის წინ. მეოთხედფინალებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გვქონდა Game 7 კლივლენდ კავალიერსსა და ორლანდო მეჯიქს შორის, გამარჯვება კლივლენდს დარჩა, გოგა ბითაძემ 7 მატჩიდან მხოლოდ ორში მიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში 10 წუთი გაატარა პარკეტზე. ჩავლილიდან განსაკუთრებით ორი გვარი იქნება გამოსარჩევი – ჯეილენ ბრანსონი და […]
ლებრონმა დაამრგვალა – 40’000 ქულა ლიგაში
კვირის მთავარი ამბავი ლებრონ ჯეიმსის რეკორდია, უფრო სწორად, ლამაზად დამრგვალებული ქულა, თორემ, რეკორდსმენი ისედაც იყო. ბოლო დროს ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა, სამიანებს ისე ისვრის არასდროს რომ არ უსვრია კარიერაში, ძველი აგრესიაც შენარჩუნებული აქვს და გამოცდილება ხომ ემატება და ემატება. ისევ დიდი სიამოვნებაა ლებრონის თამაშის ყურება და ამჯერად დენვერთან შეაჩერა თამაში – შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი. […]
იოკიჩის სამმაგი დუბლი – დენვერმა მილუოკი დაამარცხა
საინტერესო შეხვედრები ჩატარდა NBA-ში. ბოლო დროს ეპიკური შეხვედრები და რეკორდები ვიხილეთ, ჯოელ ემბიდისა და ლუკა დონჩიჩის პერფორმანსებმა NBA-ისკენ ის მაყურებელიც მოაბრუნა, რომელთაც, როგორც წესი, ძილი ურჩევნიათ მატჩების ყურებას. ჩვენ კი ქართველებით დავიწყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, სათქმელი არც არაფერია. ქართველები წუთის გარეშე გოგამ ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი გამოტოვა. ჩატარებულ ორ შეხვედრაში, საერთო ჯამში 11 წუთი დაუთმეს. თითქოს […]