დენვერი ერთ ნაბიჯში ჩემპიონობასთან
დენვერ ნაგეთსმა მაიამიში მეორე შეხვედრაც მოიგო და ანგარიში 3:1 გახდა. მაიამის სასწაული სჭირდება იმისათვის, რომ გამარჯვებული დარჩეს, ამ სასწაულს კი საფუძველი არ აქვს. მომდევნო შეხვედრა დენვერშია და ძალიან რთულად სავარაუდოა ნიკოლა იოკიჩმა, ჯამალ მარიმ და მთელმა დენვერმა ეს შანსი ხელიდან გაუშვან. მაიამის აღარც ძალა ჰყოფნის და აღარც ტალანტი. იყო მომენტი.. იყო შანსი ყველაფერი რადიკალურად შეცვლილიყო, […]
დენვერმა Game 3 მოიგო – ჯოკერის და მარის სამმაგი დუბლი
მაიამიში Game 3 შედგა. დენვერმა თამაში მოიპარა და წინ გავიდა – 2:1. ნაგეთსი მთელი მატჩის მანძილზე ძალიან დამაჯერებელი იყო, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი გახდნენ პირველი თანაგუნდელები, რომელთაც ფინალში სამმაგი დუბლი შეასრულეს. მართლაც, უიშვიათესი მოვლენაა. იოკიჩი & მარი მაიამის არჩეულმა ტაქტიკამ აღარ იმუშავა. ჯოკერს ყველაფერი გამოსდიოდა, მარი კი […]
დენვერს სუპერ ფინალამდე ერთი მოგება დარჩა
დენვერს ანგარიში 3:0 მიჰყავს. ალბათ, ერთი კაციც არ დარჩა ვინც ფიქრობს, რომ ლეიკერსი ამ სერიაში რამეს გახდება. ჯანმრთელია დევისი, მაგრამ ცუდ ფორმაშია ლებრონი. როგორც ჩანს, ასეთი მოცემულობა სუპერ ფინალისთვის საკმარისი არ არის. კონფერენციის ფინალი ლეიკერსის მაქსიმუმია. რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას ამასაც ვერავინ იფიქრებდა, ვერ ვიტყვით, რომ ფინალში მარცხი ლეიკერსისთვის ტრაგიკული ამბავია იქნება. გაცილებით მძიმე ამბავი ის […]
დენვერმა ისევ მოიგო
დენვერმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ნიკოლა იოკიჩის ნაგეთსი შეცდომებს არ უშვებს. ახლა ლოს ანჯელესის ჯერია, სტუმართმოყვარე დახვედრით, კენდალ ჯენერითა და ჯეკ ნიკოლსონით. ლებრონს გაექცა პირველი მეოთხედი ლეიკერსმა 26:21 მოიგო, თუმცა, ბოლოსკენ ლებრონს ბურთი გაუცოცხლდა, აღარაფერი აკლდა ჩატენვამდე, ჰაერში აიწია, ხელიც წამოიღო, მაგრამ ბურთი თავისი გზით წავიდა ტრიბუნისკენ და ლებრონი კინაღამ ფარს შეასკდა თავით. ხდება ხოლმე. ახლა […]