ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
13-ნოემბერს საქართველოს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვია.მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ფიფას მოქმედი პრეზიდენტი სტუმრობს. წარსულში ჟოაო აველანჟი და ზეპ ბლატერი იმყოფებოდნენ თბილისში. რაც შეეხება ჯანი ინფანტინოს ვიზიტის მიზანს – ფიფას პრეზიდენტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, მან საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მოინახულა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის […]
პელეს სტადიონი ყველა ქვეყანაში – ინფანტინოს ინიციატივა
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პელეს დაკრძალვაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. ინფანტინომ გადაწყვიტა ფიფას წევრ ქვეყნებს მიმართოს, რომ თავიანთ ქვეყნებში ერთ სტადიონს მაინც მიანიჭონ პელეს სახელი. ამ გზით სურს მისი სახელის უკვდავყოფა. 40-50 წლის შემდეგ ახალ თაობებს ეცოდინებათ რა მოვლენასთან გვქონდა საქმეო. ჯერჯერობით ოფიციალური მიმართვა არ გაკეთებულა, ასევე უცნობია სხვადასხვა ქვეყნების პოზიციაც. მაგალითად, არგენტინელების. ფეხბურთის მეფე ერთადერთი […]
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდით – ჯანი ინფანტინო
FIFA საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეფორმირებას გეგმავს. 2025 წლიდან ტურნირზე გუნდების რაოდენობის გაზრდას 32-მდე გეგმავენ. ინფორმაცია FIFA-ს პრეზიდენტმა თავად გააჟღერა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო 4-წლიან ციკლში დიდი ცვლილებები იქნება. “განვიხილეთ და გადავხედეთ რიგ სტრატეგიულ პრინციპებს. მაგალითად, შევთანხმდით, რომ მამაკაცთა შორის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს 32 გუნდით ჩატარდება და ის მუნდიალს დაემსგავსება”. ჯანი […]
ვენგერმა გერმანია გააკრიტიკა
არსენ ვენგერმა ის ნაკრებები გააკრიტიკა, რომელთაც კატარში პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. FIFA-ს ტექნიკური სწავლების ჯგუფის შეხვედრაზე არსენ ვენგერმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის ვეტერანმა ფრანგმა მწვრთნელმა ფავორიტი ნაკრებების წარუმატებლობის მიზეზი განმარტა. “როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიხარ, იცი, რომ პირველი თამაშის წაგების უფლება არ გაქვს. გუნდები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება, მაგალითად საფრანგეთს, ინგლისს, ბრაზილიას, მათ კარგად ითამაშეს პირველ […]