All Star-ის რეზერვები ცნობილია

All star-ისთვის სრული შემადგენლობა დაკომპლექტებულია. მცირე ხნის წინ რეზერვების ვინაობაც ცნობილი გახდა. მანამდე კი სასტარტო ხუთეულებს გადავხედოთ: დასავლეთ კონფერენცია – ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ზაიონ უილიამსონი; აღმოსავლეთ კონფერენცია – იანის ატენტოკუნმპო, ჯეისონ ტეიტუმი, კევინ დურანტი, კაირი ირვინგი, დონოვან მიჩელი; რაც შეეხება რეზერვებს: დასავლეთ კონფერენცია – ჯა მორანტი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, დემიენ ლილარდი, […]

ბოსტონმა ბრუკლინი გაანადგურა

ბოსტონმა ბრუკლინი უშანსოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კაირი ფორმაშია, კევინ დურანტის არყოფნა ბრუკლინზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. რასაკვირველია, დურანტი უფრო დიდი დანაკლისია ბრუკლინისთვის, ვიდრე მარკუს სმარტო ბოსტონისთვის. როცა ტეიტუმი, ბრაუნი და ჰორფორდი სასტარტოში გყავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ბოსტონმა 139:96 მოიგო. 43 ქულიანი უპირატესობა დიდი ამბავია. ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა […]

NBA – იანისის 50 ქულა

შეუჩერებელი – ეს არის სიტყვა, რომელიც იანისის თამაშის შემხედვარეს პირველი მოგივიდოდა თავში, თუმცა, ბევრი სხვა სიტყვაც გაახსენდებოდა ადამიანს. მილუოკიმ პელიკანსი 135:110 დაამარცხა. მთელი თამაში ანტეტოკუნმპოს შოუდ იქცა, დასაწყისიდან ბოლომდე. იონას ვალანჩუნასი უწყინარი ბავშვის როლში იყო. იანისმა 30 წუთში 50 ქულა აიღო, 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. ჰქონდა 13 მოხსნა და 4 ასისტი. დამსახურებულადაც მიიღო აღმოსავლეთ კონფერენციის […]

დრამა ლოს ანჯელესში

დრამა ლოს ანჯელესში – ბებერი ლებრონი ახალბედა ჯა მორანტის წინააღმდეგ. მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა, იყო სანახაობრივი და ბოლო წამებამდე დაძაბული შეხვედრა. თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე, შრიოდერმა ბურთი მოიპარა, ორქულიანი ჩააგდო და ჯარიმაც აიკიდა. ასე რომ, ერთი ქულით უკან მყოფი ლეიკერსი ორი ქულით წინ გავიდა. თუმცა, დარჩენილ დროში ბრენდონ კლარკმა ორი საჯარიმო სროლის უფლება მიიღო, თავისუფლად […]