Game 3 – დენვერი ერთ ნაბიჯში სერიის დახურვასთან

Game 3 ხშირად გარდამტეხი ხდება ხოლმე, მაშინ როცა სერიაში ანგარიში 2:0 ია. ასეთი ანგარიში იყო სამივე იმ შეხვედრაში, რომელიც გამთენიისას გაიმართა და ერთი გარდატყდა კიდეც. ამჟამად ასეა, ლეიკერსის შანსები ძალიან შემცირდა, არ ვიცი პროცენტული მაჩვენებელი რამდენი იქნება, მაგრამ გასვლის შანსი ფაქტობრივად გამქრალია. არადა, შეეძლოთ დენვერში მოგება. სულ სხვა სურათი გვაქვს სხვა წყვილების შემთხვევაში. არ ველოდი, […]

Game 2 – მასპინძლები დაწინაურდნენ/ ჯამალ მარის ბაზერ ბითერი

მეორე წრეზე წავედით, Game 2 კლივლენდისა და ორლანდოს შეხვედრით გაიხსნა. ისე მოხდა რომ მასპინძლები დღის სამივე თამაშში ორი მოგებით დაწინაურდნენ. მეორე შეხვედრა მოიგეს კლივლენდმა, დენვერმა და ნიქსმა. ოღონდ, სათქმელი ბევრია – კლივლენდ კავალიერსისა და ორლანდო მეჯიქის თამაშისგან განსხვავებით, დანარჩენ ორ შეხვედრაში თანაბარი და დრამატული ბრძოლა ვიხილეთ. მოდი, ბითაძის გუნდით დავიწყოთ. კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი […]

პირველი წრე დასრულდა – მოსალოდნელი დრამა და სანახაობა

პლეიოფების პირველი წრე დასრულდა. თითქოს ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. ერთადერთი რაც ამ სერიას აკლდა ის ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც ტრავმის გამო ვერ შეძლეს თამაში. ჯერ ახლა ხურდება, წინ კიდევ უკეთესი ამბები გველის. Game 1 კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი 97:83 გოგა ბითაძეს არ უთამაშია. დონოვან მიჩელის ანგარიშზე 30 ქულაა; მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი […]

All Star-ის ყველა მონაწილე ცნობილია

წლევანდელი All Star-ი 19 თებერვალს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე შედგება, ინდიანაპოლისში. შეხვედრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური. მანამდე კი შეგვიძლია მონაწილეებს გადავხედოთ, გუშინ რეზერვებიც დაასახელეს და სრული სია შეგვიძლია განვიხილოთ. აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკ ბაქსი) – ეს იანისისთვის ზედიზედ მერვე All Star-ი იქნება. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი) – ზედიზედ მეშვიდე All Star-ი. […]