NBA – პლეიოფები დაიწყო!

დაიწყო მეტად საინტერესოდ. ისე როგორც იყო მოსალოდნელი. ჯერჯერობით ოთხი შეხვედრა ვნახეთ, საიდანაც ორი ძალიან დაძაბული გამოდგა. ერთი მარტივი ფილადელფიასა და ბრუკლინის შეხვედრა იყო, სადაც თავიდანვე ნათელი გახლდათ, ფილადელფია აბსოლუტური ფავორიტია, ამ დაპირისპირებაში 3:0-ს ელიან. სიქსერსი vs ნეტსი თავშივე აღვნიშნოთ, რომ ჯეიმს ჰარდენს ჰქონდა ბრწყინვალე შეხვედრა, პლეიოფის ასე დაწყება, შესაძლოა, დამატებითი მუხტი აღმოჩნდეს სიქსერსისთვის, რომელსაც მაინც […]

NBA – ბოსტონმა მილუოკი გაანადგურა

აღმოსავლეთ კონფერენციისა და საერთო ცხრილის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოლოდინი კი სულ სხვაგვარი იყო, ბოსტონმა მილუოკი პარკეტიდან გააქრო. ბოსტონი vs მილუოკი გუნდებს დანაკლისი არ ჰქონიათ, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ვარსკვლავი ამ შეხვედრას გამოაკლდა. უბრალოდ, მილუოკის დღე არ ყოფილა. ბოსტონმა პირველი ნახევარი 28 ქულით მოიგო, თამაში კი 41 ქულით – 140:99. მილუოკის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ბობი […]

ბოსტონი კლივლენდთან დამარცხდა

NBA-ში ძალიან დაძაბული მატჩი ვიხილეთ, რომელსაც დრამატული ფინალი ჰქონდა. ბოლო მატჩებში დრამა არ გვაკლია და ერთი ასეთი შეემატა მიმდინარე სეზონს. კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლა და ტოლსწორად ეთამაშა. მატჩის დასრულებამდე 0.8 წამია დარჩენილი. ანგარიში 109:109. საჯარიმო ხაზთან დგას უილიამსი და ორი სროლის უფლება აქვს. შეუძლია მშვიდად დაასრულოს ყველაფერი, მაგრამ პირველი გააცუდა და ანერვიულდა. ჰოდა, ნერვიულობის […]

NBA – ბოსტონმა ფილადელფია დაამარცხა

NBA-ში რეგულარული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ვიხილეთ, ბოსტონ სელტიკსსა და ფილადელფია სიქსერს შორის. MVP-ის ორი კანდიდატი – ჯოელ ემბიდი და ჯეისონ ტეიტუმი ერთმანეთის პირისპირ. ფინალი ისეთი დრამატული გამოდგა, როგორც ამ მოთამაშეების დუელს შეეფერებოდა. ბოსტონმა 110:107 გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულებამდე წამნახევრით ადრე ტეიტუმმა სამქულიანი ჩააგდო და თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ დიდმა ჯოელმა ბურთი სწრაფად მოითხოვა, ორი ნაბიჯი […]