NBA – ბოსტონმა ანგარიში გაათანაბრა
ბოსტონმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ჯოელ ემბიდი ამჯერად პარკეტზე იყო, უკვე MVP-ის რანგში, თუმცა, ფილადელფია მაინც განადგურდა. ბოსტონმა ოთხივე მეოთხედი გამარჯვებით დაასრულა – 28:22, 29:27, 35:16, 29:22. ემბიდი ჯერ ფორმაში არ არის, სერია ფილადელფიაში გადაინაცვლებს და უკეთეს ემბიდს დაველოდებით. ვალდებულიც კია რომ უკეთესად ითამაშოს, MVP-ის სტატუსი უნდა გაამართლოს. თუმცა, შეტევაში უფერული თამაშის მიუხედავად, დაცვაში ძალიან კარგი […]
სიქსერსი ბოსტონში დაწინაურდა
დასავლეთში სულ მალე ლეიკერსი გოლდენ სტეიტს დაუპირისპირდება. სუპერ წყვილია, ყველაფერი დიდებულია. აღმოსავლეთში კი ფილადელფიასა და ბოსტონის სერია გაიხსნა. გარდა ამისა, კევინ დურანტით გაძლიერებული ფინიქსისა და იოკიჩის დენვერის Game 2 ვიხილეთ. მოკლედ, ყველაფერი კარგად არის, ხარისხი მაღალია, სანახაობა დიდია, მაყურებელი ბევრია. ბოსტონი vs ფილადელფია მთავარი ამბავი ჯოელ ემბიდის არყოფნა იყო, გული დაწყვიტა ყველას, ვინც ამ სერიის […]
NBA – უორიორზი სერიაში დაბრუნდა
Game 3 – დღე პირველი. სტუმარ-მასპინძლები შეიცვლებიან და უკვე გამოიკვეთება ვის ექნება ქამბექის შანსი. მაგალითად, ბრუკლინი წარსულშია, ალბათ, თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული, უორიორზი კი თამაშში დაბრუნდა. გოლდენ სტეიტი vs საკრამენტო არ იყო დრეიმონდ გრინი, ცნობილი და მტკივნეული ამბების გამო. დაბრუნდება გაბრაზებული და ალბათ ცოტათი ფრთხილიც, მისი და საბონისის ბრძოლა ძალიან კარგი სანახავი იქნება. უორიორზმა კი […]
NBA – პლეიოფების მეორე სერია
NBA-ში პლეიოფების მერე სერია გაიხსნა. ერთი მხრივ პროგნოზირებადი თამაშის, მეორე მხრივ კი დიდი დრამის თვითმხილველნი გავხდით, თუმცა, ყველაფერი ისევ წინ არის. საკრამენტო vs გოლდენ სტეიტი მეოთხე მეოთხედში 4 ქულა იყო სხვაობა, როცა ძირს გართხმულმა საბონისმა დრეიმონდ გრინს ფეხში წაავლო ხელი, რაც მეტად სახიფათო საქმეა, ჰოდა, გაცხადდა კიდეც ეს ხიფათი. გრინმა წიხლი ჩააზილა დომანტასს. აბა, რა […]