იანისმა მოიგო – ტეიტუმის რეკორდი და MVP
იანისმა პირობა შეასრულა. ამჯერად შეძლო და ლებრონის გუნდი დაამარცხა – 184:175. ეს იყო პირველი ოლ სთარი, სადაც კაპიტნებმა თამაშის წინ აირჩიეს მოთამაშეები. მოლოდინი არც ისე დიდი იყო, თუმცა, ბევრი ადამიანი მაინც იმედგაცრუებული დარჩა. კალათბურთი ძალიან შეიცვალა, მთავარი იარაღი პერიმეტრიდან სროლაა, სამქულიანს ისვრის ხუთივე სასტარტო მოთამაშე, თუ ეს არ შეუძლია NBA-ში მისი ადგილი არ არის. Team […]
ბოსტონი ფინიქსთან დამარცხდა
NBA-ში მორიგი შეხევდერბი გაიმართა. All Star-ის სიაში მოხვედრილები ცდილობენ დაგვანახონ, რომ ეს დაიმსახურეს, ვერ მოხვედრილები კი ცდილობენ აჩვენონ, რომ შეცდომა დაუშვეს. სან ანტონიომ ფილადელფიას უმასპინძლა და 125:137 დამარცხდა. პარკეტზე იყვნენ ყველა ვარსკვლავის მიღმა დატოვებული ჯეიმს ჰარდენი და All Star-ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დატოვებული ჯოელ ემბიდი. ემბიდი, როგორც ყოველთვის ძალიან შედეგიანი იყო, ორმაგი დუბლი მიითვალა – […]
ბოსტონმა ბრუკლინი გაანადგურა
ბოსტონმა ბრუკლინი უშანსოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კაირი ფორმაშია, კევინ დურანტის არყოფნა ბრუკლინზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. რასაკვირველია, დურანტი უფრო დიდი დანაკლისია ბრუკლინისთვის, ვიდრე მარკუს სმარტო ბოსტონისთვის. როცა ტეიტუმი, ბრაუნი და ჰორფორდი სასტარტოში გყავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ბოსტონმა 139:96 მოიგო. 43 ქულიანი უპირატესობა დიდი ამბავია. ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა […]
ლებრონს მოგება წაართვეს – ემბიდმა იოკიჩი დაჩაგრა
ბოსტონი ლეიკერსი NBA-ის მთავარი კლასიკაა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ფორმაშია, ამაზე დიდი დაპირისპირება უბრალოდ არ არსებობს. ბოსტონს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, ლოს ანჯელეს ლეიკერსს კი წინა ტურში ენტონი დევისი დაუბრუნდა, მასთან ერთად ამ გუნდს ყველას დამარცხება შეუძლია. ჯეისონ ტეიტუმი თამაშზე კობი ბრაიანტის გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა, ლებრონიც ტრადიციულად გახურდა და დავიწყეთ! ძირითადი დრო 105:105 […]