Game 5 – ბატლერმა მთავარი ფავორიტი სახლში გაუშვა

Game 5 ორი გუნდისთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა. მილუოკ ბაქსი NBA-ის ისტორიაში მეექვსე გუნდია, რომელიც პირველ ნომრად გავიდა პლეიოფში და მერვე ნომერმა დაამარცხა. მილუოკი vs მაიამი თავიდანვე გამოჩნდა ამ სერიაში, რომ საქმე კარგად ვერ წავიდა მთავარი ფავორიტისთვის. ანტეტოკუნმპოს ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა. პლეიოფი სულ სხვა განზომილებაა, ახალი საფეხურია სადაც ძალების მაქსიმუმზე ხდება დაპირისპირება, მაგალითად, ჯიმი ბატლერი […]

NBA – სენსაციების დღე პლეიოფში

პლეიოფის კიდევ ოთხი შეხვედრა ვიხილეთ. ერთმანეთზე უკეთესი, თუმცა, ერთი ცუდი ამბავიც მოხდა, იანისმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და პარკეტი დატოვა. მემფისი vs ლეიკერსი დაამარცხებს თუ არა ნომერი 7 ნომერ 2-ს? ეს არის პლეიოფების მთავარი კითხვა, რადგან აბსოლუტურად შესაძლებელი ამბავია. ანგარიში უკვე ლეიკერსს მიჰყავს, თანაც მემფისში მოიგეს – 128:112. ლეიკერსმა თავიდანვე ძალიან კარგად დაიწყო, უფრო მობილიზებული […]

NBA – ატლანტა პლეიოფშია

განსხვავებით ლეიკერსი – მინესოტასგან, ამ დაპირისპირებაში დრამა არ გვქონია. კარგი შეხვედრა იყო და ატლანტამ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიგო. მაიამის საკუთარი გულშემატკივარიც ვერ წაეხმარა. აღარ ჰგავს ეს პუბლიკა იმას, რომელსაც დიდი სამეულის ეპოქაში ვადევნებდით თვალყურს. გასაგებია, როცა უეიდი და ლებრონი წარმოდგენას დგამენ, იქ შენც სულ სხვაგვარად რეაგირებ, მაგრამ მაინც მეტ მხარდაჭერას ველოდი ქომაგის მხრიდან. ალბათ, ატლანტამ […]

NBA – მაიამი პლეიოფისთვის იბრძოლებს

სულ ცოტაც და Play In-ში გადავალთ. მანამდე კი ბევრია გასარკვევი. აგერ, მაიამი ჰიტი ბოლომდე იბრძვის პლეიოფში მოსახევდრად, ბრუკლინის მდევარია და ბოლომდე ანერვიულებს. შესაძლოა, პლეიოფის მომავალი მეტოქეების ჯახიც კი ვიხილეთ, საქმე ის არის, რომ თუ მაიამი მართლაც შევიდა პლეიოფის ზონაში, სიქსერთან მოუწევს დაპირისპირება. დღევანდელი მოცემულობით კი ემბიდისა და ჰარდენის მეტოქე ბრუკლინი იქნება – ყველაზე მარტივი ნადავლი […]