მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი – ბოლო დღის ინტრიგა წინ არის
ერთი დღეც და რეგულარული სეზონი დასრულდება. ინტრიგა ჯერ კიდევ შემორჩენილია. დღეს გამთენიისას ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მერვე ადგილზე აინაცვლა, ეს კი ფლეი ინში უპირატესობას ნიშნავს მეცხრე და მეათე ადგილებთან შედარებით. ამ მოცემულობით ლეიკერსი მეშვიდე ადგილოსან ფინიქსს შეხვდება, იქ მარცხის შემთხვევაში კი საკრამენტოსა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებულთან გაარკვევს პლეი ოფში გამსვლელის ვინაობას. აი, ასეთი უპირატესობა აქვს მეშვიდე/მერვე […]
ემბიდი მოგებას აგრძელებს – ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა
კარგი დუეტების დღე გამოდგა NBA-ში. დიდებული ამბავია ჯოელ ემბიდის დაბრუნება, პირველი შეხვედრა კარგი გამოუვიდა, ფანებმაც გაიხარეს, თუმცა, რაღაც მაინც აკლდა, მაიამისთან შეხვედრაში ეს რაღაც პარკეტზე იყო და საერთო ჯამში ჯოელმა და ტაირისმა 66 ქულა მიითვალეს. ფილადელფია სიქსერსი vs მაიამი ჰიტი ფილადელფიამ 109:105 დაამარცხა მაიამი, ფილა აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე საფეხურზეა და აწი სულ მაღლა ივლის პლეიოფებამდე. […]
ემბიდი დაბრუნდა, ჯოკერი ვემბის წინააღმდეგ – კარგი დღე NBA-ში
სანდრო მამუკელაშვილმა ისევ მიიღო საკმარისი დრო და ისევ კარგი შედეგი აჩვენა. ამჯერად ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. დენვერ ნაგეთსმა სან ანტონიო სპურსი 110:105 დაამარცხა. შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. სანდროს 24 წუთი მისცეს და სულ რაღაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 10 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 3/8. მთავარი ამბავი კი […]
ემბიდის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ჯოელ ემბიდის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ჯოელმა მარცხენა მენისკის ტრავმა მიიღო და გარკვეული ხნის მანძილზე დასვენება მოუწევს. ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ ამბობენ თუ რამდენი ხნით იუქმებს ემბიდი. ფილადელფიას ცენტრი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ბევრი ზედიზედ მეორე MVP-ისაც უწინასწარმეტყველებდა, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. MVP-ისა და სხვა ჯილდოებს კი განსაკუთრებული […]