NBA – ჯა მორანტი ვემბის გადააფრინდა
დრო მიდის, მიფრინავს, მაგრამ რაღაცები არ იცვლება. მეფე ისევ კვარცხლბეკზეა და ალბათ ის არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა რატომ კარგავს კალათბურთის ქომაგი დროის შეგრძნებას. თუ წერტილი არ დაისვა წელი არ სრულდება. წავიდნენ ლეგენდები და კონკრეტულ დეკადებს მივაკუთვნეთ, დავარქვით წარსული და ხანდახან გავხედავთ ხოლმე, მაგრამ ლებრონი ისევ აქ არის. დროზე გამეფდა. ამასობაში ახალ-ახალი ვარსკვლავები იწყებენ კაშკაშს, ჯა […]
ბოსტონი კონფერენციის ფინალშია
Game 7-ის პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბრად წარიმართა, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო, მესამე მეოთხედში კი ყველაფერი დასრულდა. ბოსტონს ყველაფერი გამოუვიდა, სიქსერსს არაფერი. რამდენიმე ტაიმაუტიც აიღეს, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, ყველა ტაიმაუტის შემდეგ უკეთესი ბოსტონი და უარესი ფილადელფია უბრუნდებოდა პარკეტს. საბოლოო ჯამში, სელტიკსმა მეტოქე გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა. ჯოელ ემბიდი სახლში წავიდა MVP-ის სამეულიდან […]
ნუ გააღვიძებ – ბოსტონში Game 7 შედგება
ნიკოლა იოკიჩმა კევინ დურანტი სახლში გაუშვა. ახლა მშვიდად დაელოდება ლეიკერსსა და გოლდენ სტეიტს შორის გამარჯვებულს. მე მგონი, ცოტა გაბრაზდა კიდეც რომ MVP-ის ჯილდოს გარეშე დატოვეს, ეს სიბრაზე კიდე იოკიჩსაც უხდება და კალათბურთსაც. ბოსტონმა სერიაში ანგარიში ისევ გაათანაბრა, გუნდებმა ერთმანეთის ქალაქში მოიპოვეს გამარჯვება და ნავარაუდევი Game 7-ი მივიღეთ, შეხვედრა ბოსტონში გაიმართება. დენვერი vs ფინიქსი ბევრი ელოდა […]
NBA – სიქსერსი ბოსტონში დაწინაურდა
ბოსტონსა და დენვერში Game 5 გაიმართა, ერთ შემთხვევაში სტუმარმა, ერთ შემთხვევაში კი მასპინძელმა მოიპოვა უპირატესობა. ფილადელფიასა და დენვერს Game 6-ში სერიის დასრულება შეუძლიათ. ბოსტონი vs ფილადელფია აი ასე, სიქსერსი წინ გავიდა, თანაც სტუმრად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფერენციის ფინალამდე ერთი მოგება აშორებთ, ეს მოგებაც საკუთარ კედლებში უნდა მოიპოვონ, რაც სულაც არ იქნება შეუძლებელი. ჯოელ ემბიდსა […]