NBA – იოკიჩის 53 ქულა და მარცხი

NBA-ში Game 4 ის ორი შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე სანახაობრივი და დაძაბული. არც ინდივიდუალური პერფორმანსები მოგვკლებია, ამ ორმა შეხვედრამ ყველაფერი მოგვცა, რისი მოცემაც საპლეიოფო შეხვედრას შეუძლია. დენვერმა სახლში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უპირატესობა ვერ გაზარდა, საკუთარ კედლებში ფინიქსიც მაგრად დადგა, მიუხედავად დანაკლისისა. ბოსტონმა და ფილადელფიამ კი გვაჩვენეს, რომ კედლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქ […]

NBA – ბოსტონი დაწინაურდა

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფინიქსი მარტივად არ დათმობდა სერიას. მიუხედავად იმისა, რომ კრის პოლი მოისაკლისეს, მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ბოსტონმა კი მოახერხა და სერიაში დაწინაურდა, თანაც, ფილადელფიაში! ფინიქსი vs დენვერი ზუსტად ამისთვის არის ფინიქსში კევინ დურანტი. გადამწყვეტ მომენტში თავისი სიტყვა უნდა თქვას და გუნდს წარმატებაში დაეხმაროს. ჯერ კიდევ გასათანაბრებელია ანგარიში, დენვერი მაინც წინ არის, თუმცა, […]

NBA – ბოსტონმა ანგარიში გაათანაბრა

ბოსტონმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ჯოელ ემბიდი ამჯერად პარკეტზე იყო, უკვე MVP-ის რანგში, თუმცა, ფილადელფია მაინც განადგურდა. ბოსტონმა ოთხივე მეოთხედი გამარჯვებით დაასრულა – 28:22, 29:27, 35:16, 29:22. ემბიდი ჯერ ფორმაში არ არის, სერია ფილადელფიაში გადაინაცვლებს და უკეთეს ემბიდს დაველოდებით. ვალდებულიც კია რომ უკეთესად ითამაშოს, MVP-ის სტატუსი უნდა გაამართლოს. თუმცა, შეტევაში უფერული თამაშის მიუხედავად, დაცვაში ძალიან კარგი […]

ჯოელ ემბიდი რეგულარული სეზონის MVP-ია

საბოლოოდ სამი კანდიდატი იყო შერჩეული – ჯოელ ემბიდი, ნიკოლა იოკიჩი და იანის ანტეტოკუნმპო. ჯილდო ჯოელ ემბიდს ხვდა წილად. იოკიჩმა ზედიზედ მესამედ ვეღარ შეძლო MVP-ის ტიტულის მოგება. არადა, ბევრის აზრით იმსახურებდა. შესაძლოა, ზუსტად იმან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ორჯერ უკვე მოგებული აქვს, მიაჩვია ხალხი უმაღლეს დონეზე თამაშს და მისგან არაფერი აღარ გვიკვირს. ემბიდის შემთხვევაში კი მიმდინარე […]