ლაციო vs ბაიერნი – წინათქმა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები გუშინ ორი მატჩით გაიხსნა, დღეს კიდევ ორ შეხვედრას ვიხილავთ. ყველაფერმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. მადრიდის რეალმა გასვლაზე ლაიფციგი დაამარცხა 1:0, ხოლო მანჩესტერ სიტიმ ასევე გასვლაზე მოიპოვა გამარჯვება კოპენჰაგენთან – 3:1. დღეს კი უფრო საინტერესო თამაშები გველის, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია და ასე დამაჯერებელ მოგებას ვერ ვუწინასწარმეტყველებ ვერცერთ გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ამ […]
ჰარი კეინი – სიზიფეს გზა
რამდენჯერ დაარტყამს ჰარი კეინი იმავე პენალტს საკუთარ წარმოსახვაში? რამდენჯერ დაურტყამს რობერტო ბაჯოს? ალბათ, პასუხი იმ რიცხვს უტოლდება, რამდენჯერაც ინგლისის კაპიტანი ამ მომენტს გონებაში დაატრიალებს. ყველას გაიტანს, ოღონდ ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა. რამდენადაც დიდებულია გამარჯვებულის ხვედრი, იმდენად ულმობელია ზოგჯერ ტურნირი იმ ფავორიტის მიმართ, რომლისგანაც მხოლოდ გამარჯვებას ელიან, ის კი შინ ხელცარიელი, თანაც დროზე ადრე ბრუნდება, […]
საფრანგეთი ნახევარფინალშია – ინგლისი შინ მიდის
ევროპული მეოთხედფინალი საფრანგეთმა მოიგო. დრამატული მატჩის ბედი ძირითად დროში გაირკვა, გადამწყვეტი ჰარი კეინის გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა. მაროკოს მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება. დიდიე დეშამის გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. ჩუამენი-ჟირუს გოლების საპასუხოდ ორი გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა. თუმცა პირველი პენალტის რეალიზების შემდეგ ტოტენჰემის შემტევმა, მეორე – კარს ააცილა. ანგარიში ორელიან ჩუამენიმ შორეული დარტყმით გახსნა. უპამეკანო, […]