ATP Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
ჩოგბურთის მამაკაცთა ასოციაცია ყოველწლიურად აჯილდოვებს ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს. წელს ნომინირებულთა სიაში იყვნენ ისეთი წარმატებული ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, ჰოლგერ რუნე და სხვები. პრიზები შვიდ სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. წარმოგიდგენთ 2022 წლის ATP დაჯილდოვების გამარჯვებულთა ვინაობას: წლის საუკეთესო ახალწვეული ეს საპატიო წოდება 19 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა, ჰოლგერ რუნემ დაიმსახურა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა […]
რუდი, ციციპასი, რუნე… ვინ იქნება ლიდერი?
ჩოგბურთის 2022 წლის სეზონში ATP-ის რეიტინგის სათავეში ორი სრულიად ახალი სახე მოგვევლინა: დანილ მედვედევი და კარლოს ალკარასი. იყვნენ მოთამაშეები, რომლებმაც ასევე შესამჩნევი პროგრესი განიცადეს და პოზიციურად საკმაოდ წინაც წაიწიეს. პირველ ადგილზე გადასვლის ძალიან რეალური შანსები ჰქონდათ კასპერ რუდსა და სტეფანოს ციციპასსაც. თუმცა, საბოლოოდ, წლევანდელი სეზონი პირველ ნომრად ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარას გარფიამ დაასრულა. […]