კასპერ რუდის ბენეფისი რუბლიოვთან

კასპერ რუდი

2022 წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კასპერ რუდი და ანდრეი რუბლევი დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში ცალსახა ლიდერობა რუსი ჩოგბურთელის მხარეს იყო. ნორვეგიელს ამ მეტოქესთან აქამდე ერთადერთი გამარჯვება, შარშანდელ ტურის ფინალებზე ჰქონდა მოპოვებული, დანარჩენი ხუთი შემთხვევიდან კი ხუთივეში მარცხი განიცადა. წლევანდელ შემაჯამებელზე ორივე ამ ჩოგბურთელმა ჯგუფური ეტაპი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, შესაბამისად გულშემატკივარი მჭიდრო და დაძაბულ სცენარს […]

ჯოკოვიჩი შემაჯამებლის ფინალშია

ნოვაკ ჯოკოვიჩი

35 წლის სერბი ჩოგბურთელი პირველი მოთამაშე გახდა, ვინც 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფინალური მატჩისთვის თავისი ადგილი დაიბევა. ჯოკოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში ტეილორ ფრიცი იყო, რომელთანაც მას ურთიერთშეხვედრებში სრული უპირატესობა, 5:0 ჰქონდა. პირველი გარდატეხა მატჩში პირველი სეტის მეხუთე გეიმში მოხდა, სადაც ჯოკოვიჩი ბრეიკით გავიდა წინ. სერბის ლიდერობა დროებითი აღმოჩნდა. ტეილორმა მომენტალური უკუბრეიკით უპასუხა. მართალია თამაში თანაბარ რეჟიმში […]

ციციპასი vs მედვედევი – თრილერი წითელ ჯგუფში

ციციპასი vs მედვედევი - თრილერი წითელ ჯგუფში | Setanta Sports

ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე წითელი ჯგუფის მეორე წრე სტეფანოს ციციპასისა და დანილ მედვედევის სამსეტიანმა თრილერმა დააგვირგვინა. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებსაც ერთმანეთთან საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული მეტოქეობა აკავშირებთ. ამ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო, ვის დარჩებოდა ბოლო ტურისთვის ჯგუფში მეორე პოზიციის დასაკავებლად ბრძოლის შანსი. პირველი პარტია სტეფანოსის აშკარა უპირატესობით წარიმართა. მედვედევს ჩაწოდება არ წაუვიდა, რის გამოც სტარტზევე […]

ATP ფინალები – ჯოკოვიჩი vs რუბლიოვი

2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ოთხშაბათი სათამაშო დღე პალა ალპიტურზე წითელი ჯგუფის მეორე რაუნდის შეხვედრით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს პირველ წრეში მოგებულები – ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანდრეი რუბლიოვი დაუპირისპირდნენ. ამ წყვილში გამარჯვებული, უდიდესი ალბათობით, ნახევარფინალისთვის თავის საგზურს დაჯავშნიდა. ნოლეს აქამდე რუბლიოვი მხოლოდ ერთხელ, სწორედ შარშანდელ შემაჯამებელზე ჰყავდა დამარცხებული. მეორე შემთხვევაში კი რუსმა ჩოგბურთელმა რევანში აიღო, თანაც ეს […]