ენდი მარი 2023 წელს აქტიურ სეზონს გეგმავს
ვეტერანი ბრიტანელის თქმით, მომდევნო სეზონში ის არაერთ ტურნირზე აპირებს გამოსვლას, მათ შორის თიხის საფარზეც. მიმდინარე წელს ენდი მარიმ თიხის ტურნირების უმრავლესობა გამოტოვა, ვინაიდან მენჯის ოპერაციის გადატანის შემდეგ ამ საფარზე მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა მოდის. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, 35 წლის მოთამაშე ახალი სეზონისთვის განსხვავებულ მიდგომას გეგმავს. „ვაპირებ 2023 წელს აქტიურად ვიყო ტურში. დავიწყებ ავსტრალიით, სადაც […]
ATP ტურის ფინალების ჯგუფები ცნობილია
2022 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის ორ სხვადასხვა, წითელ და მწვანე ჯგუფებში გადანაწილდნენ. მწვანე ჯგუფი: წითელი ჯგუფი: უკვე მეხუთედ, რაფა ნადალი შემაჯამებელზე პირველ ნომრად ჩადის, მას შემდეგ რაც რეიტინგის სათავეში მყოფი კარლოს ალკარასი ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა. როლან გაროსის 14-გზის ჩემპიონი ტურის ფინალებზე კვლავ სადებიუტო ჩემპიონობის მოპოვებას დაუმიზნებს. თავისი ამოცანა აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს. […]
ზვერევი დეკემბერში დაბრუნებას გეგმავს
25 წლის გერმანელს ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დიდი ალბათობით დეკემბერში კორტზე ვიხილავთ. ალექსანდრ ზვერევი როლან გაროსის ნახევარფინალში რაფა ნადალის წინააღმდეგ განცდილი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მკურნალობას დღემდე აგრძელებს. თავდაპირველი გეგმით, გერმანელი სექტმებერში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ტერფზე შეშუპების გამო ეს ამბავი რამდენიმე თვით გადაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საშა დეკემბერში დაგეგმილი ამხანაგური ტურნირებისთვის სათამაშოდ მზად იქნება. ის […]
ATP ტურის ფინალები – დღე II
2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელმა მოიყარა თავი. წითელი ჯგუფის შეხვედრები ორშაბათს, 14 ნოემბერს გაიხსნა. დანილ მედვედევი VS ანდრეი რუბლიოვი ორშაბათი დღის პირველ შეხვედრაში რუსული დერბი მივიღეთ, სადაც მაყურებელმა 2-საათნახევრიანი ნამდვილი თრილერი იხილა. ორმა ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობმა ოპონენტმა ძალები არ დაიშურა და დაუნდობელი, მრავალფეროვანი ორთაბრძოლა გაიმართა. წლების განმავლობაში მედვედევი რუბლიოვისთვის აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. […]