ჯოკოვიჩს მელბურნში მხურვალედ დახვდნენ

ჯოკოვიჩი

მელბურნში, როდ ლეივერ არენაზე, ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადგილობრივი ქომაგებისგან გულთბილი დახვედრა მიიღო. დიდი სლემის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ადელაიდის გათამაშების მოგების შემდეგ ნოვაკმა მცირე პაუზის აღება და მომზადების გაგრძელება გადაწყვიტა. სამზადისის ფარგლებში ჯოკოვიჩმა საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მასი ოპონენტი კორტზე ნიკ კირიოსი იყო. ნოვაკმა და ნიკმა მაყურებლის გახალისებაზე […]

AO: კოვიდიანი ჩოგბურთელი თამაშს შეძლებს

ავსტრალიან ოუფენი

შარშანდელი წლის შემდეგ ავსტრალიის მთავრობა კოვიდთან დაკავშირებულ პროტოკოლს რადიკალურად ცვლის. როგორც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორები ოფიციალურად ადასტურებენ, წლევანდელი გამოშვება კოვიდ შეზღუდვებისგან მთლიანად თავისუფალი იქნება. ჩოგბურთელებს არ ექნებათ ტესტების ჩატარების ვალდებულება. ასევე, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მიეცემათ. Tennis Australia-ს დირექტორის კრეგ ტაილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოთხოვნილებებთან სრულ თანხვედრაშია. ოქტომბერში ვიქტორიის შტატში იზოლაციის […]

ჯოკოვიჩი ადელაიდის ჩემპიონია

Djokovic

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებას ადელაიდის ტურნირზე იდეალურად იწყებს. 250-ქულიანი გათამაშების ფინალში ნოლემ დაძაბულ 3-საათიან ბრძოლაში 22 წლის ამერიკელს სებასტიან კორდას აჯობა (6-7, 7-6, 6-4). ფინალური მატჩის პირველი სეტი საოცრად დაძაბული გამოდგა. კორდამ ბრეიკი თითქოს იდეალურ მომენტში შეასრულა და სამმაგი სეტპოინტიც მოიპოვა, თუმცა ნოვაკმა სეტის ტაიბრეიკზე გადაყვანა შეძლო. მჭიდრო მე-13 გეიმი ანგარიშით 10-8 მაინც […]

აშშ United Cup-ის ჩემპიონია

ტეილორ ფრიცი

United Cup-ის სადებიუტო ტურნირზე პირველი გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დარჩა. სიდნეიში, კენ როზუოლ არენაზე, United Cup-ის ფინალურ წყვილში, ერთმანეთის წინააღმდეგ ამერიკისა და იტალიის ნაკრებები წარდგნენ. სერიის პირველ შეხვედრაში ჯესიკა პეგულამ მარტინა ტრევისანი დამაჯერებლად დაამარცხა, ლორენცო მუზეტი კი ფრენსის ტიაფოსთან მატჩიდან პირველი სეტის წაგების შემდეგ მოეხსნა. შესაბამისად, ტეილორ ფრიცის გამარჯვება მატეო ბერეტინის წინააღმდეგ ორ-ტაიბრეიკიან, მჭიდრო […]