კირიოსი სლემის მოგების შემდეგ წავა
ავსტრალიელის თქმით, თუ ის ერთ დღეს დიდი სლემის ტიტულის მოპოვებას შეძლებს, საჩოგბურთო კარიერას დაასრულებს. კონტროვერსიულმა ნიკ კირიოსმა 2022 წელს სადებიუტო სლემის მოგება მოახერხა. თუმცა, ეს წყვილთა თანრიგში, მშობლიურ ავსტრალიაში იყო, თავის დიდი ხნის მეგობარ ტანასი კოკინაკისთან ერთად. კირიოსი წელს ერთეულებში ტრიუმფსაც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა. მან უიმბლდონის ფინალში გააღწია, სადაც წინ ნოვაკ ჯოკოვიჩი აღუდგა. ასევე, წარმატების […]
ბორის ბეკერმა საპატიმრო დატოვა
დიდი ბრიტანეთის ციხეში მოხდილი რვათვიანი სასჯელის შემდეგ ლეგენდარული ჩოგბურთელი თავისუფალია. 55 წლის გერმანელი ფინანსურ თაღლითობაში თავის დანაშაულს აღიარებს. გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მან ყალბი ბანკროტი გამოაცხადა. გათავისუფლების შემდეგ ბორის ბეკერმა Sat.1 TV-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც საპატიმროში მიღებულ “მწარე” გამოცდილებაზე ისაუბრა. “ციხე ჩემთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა“ როგორც თავად იხსენებს, ციხეში მძიმე პერიოდი გამოიარა. მისი ყოველდღიური […]
BREAK POINT: ნეთფლიქსის სერიალი ჩოგბურთზე
როგორც 2022 წლის სტარტზე სატელევიზიო შოუების გიგანტმა კომპანია “ნეთფლიქსმა” დააანონსა, ერთი წლის თავზე მაყურებელი ახალ დოკუმენტურ სერიალს იხილავდა. სერიალი სახელწოდებით “ბრეიქ პოინტი” მთლიანად ჩოგბურთის გარშემოა აგებული. მთელი წლის განმავლობაში პროდიუსერები ჩოგბურთელებთან ერთად მოგზაურობდნენ და ექსკლუზიური მასალებიც შეაგროვეს. “ნეთფლიქსმა” რამდენიმე წლის წინ მსგავსი ტიპის დოკუმენტური ფორმულა 1-ის შესახებ გადაიღო, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩოგბურთის დოკუმენტურზეც […]
ციციპასი ჯოკოვიჩით შთაგონებულია
იქნება 2023 სტეფანოსის წელი? წელი, როდესაც ბერძენი საბოლოოდ შეძლებს დიდი სლემის ტურნირზე ტრიუმფის მიღწევას? უკვე დიდი ხანია, რაც ციციპასი დიდ საჩოგბურთო სცენაზე დგას და ხუთეულში სტაბილურად იკავებს ადგილს. მას არაერთხელ დაუმარცხებია უდიდესი სახელები. ჯამში უკვე 9 ტიტულიც დაუგროვდა. თუმცა მათგან არცერთია მთავარი – დიდი სლემის თასი. შარშან ის ერთხელ უკვე იყო ტრიუმფამდე ერთ ნაბიჯში. იქ […]