ფედერერი უიმბლდონზე არ შეუშვეს
როჯერ ფედერერმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ის კვლავ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავად რჩება. ერთი შეხედვით, მისთვის ყველა კარი ღია უნდა იყოს. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის. ორი კვირის წინ 41 წლის შვეიცარიელი ლონდონში, მუხლზე მეორე ეტაპის გამოკვლევებისთვის იმყოფებოდა. სამედიცინო ვიზიტის დასრულების შემდეგ ფრენამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. როჯერმა ამ დროში უიმბლდონის მონახულება გადაწყვიტა. ეს დიდი […]
ნადალი ახალი სეზონის დაწყებას ეჭვობს
36 წლის ჩოგბურთელი Esquire-ის წლის გამორჩეული პერსონების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა. ის 2022 წლის პერსონად დაასახელეს. ჟურნალისტებმა ისარგებლეს შემთხვევით და რაფა ნადალს ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ჰკითხეს: „ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ ვიქნები. ყოველი ახალი სეზონის დაწყების წინ არსებობს კითხვის ნიშნები. ეჭვები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“. – რაფა ნადალი. 2022 წლის სეზონის დიდი ნაწილი რაფამ ტრავმის გამო გამოტოვა. მას […]
ATP Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
ჩოგბურთის მამაკაცთა ასოციაცია ყოველწლიურად აჯილდოვებს ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს. წელს ნომინირებულთა სიაში იყვნენ ისეთი წარმატებული ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, ჰოლგერ რუნე და სხვები. პრიზები შვიდ სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. წარმოგიდგენთ 2022 წლის ATP დაჯილდოვების გამარჯვებულთა ვინაობას: წლის საუკეთესო ახალწვეული ეს საპატიო წოდება 19 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა, ჰოლგერ რუნემ დაიმსახურა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა […]
რუდი, ციციპასი, რუნე… ვინ იქნება ლიდერი?
ჩოგბურთის 2022 წლის სეზონში ATP-ის რეიტინგის სათავეში ორი სრულიად ახალი სახე მოგვევლინა: დანილ მედვედევი და კარლოს ალკარასი. იყვნენ მოთამაშეები, რომლებმაც ასევე შესამჩნევი პროგრესი განიცადეს და პოზიციურად საკმაოდ წინაც წაიწიეს. პირველ ადგილზე გადასვლის ძალიან რეალური შანსები ჰქონდათ კასპერ რუდსა და სტეფანოს ციციპასსაც. თუმცა, საბოლოოდ, წლევანდელი სეზონი პირველ ნომრად ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარას გარფიამ დაასრულა. […]