ATP-მ LTA ერთი მილიონით დააჯარიმა
ჩოგბურთის მამაკაცთა ასოციაციამ (ATP) დიდი ბრიტანეთის საჩოგბურთო ორგანოს (LTA) ერთი მილიონის დოლარის ჯარიმა დააკისრა. ამის მიზეზი წელს უიმბლდონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მისი მიხედვით, ბალახის ბრიტანულ ტურნირებზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვათ. LTA-ში მიიჩნიეს, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების ფონზე, არ იქნებოდა სამართლიანი, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები მათ ქვეყანაში გასამართ ტურნირებზე დაეშვათ. […]
საჩვენებელი ტურნირი დირაიაში
8-10 დეკემბერს, საუდის არაბეთის ქალაქი დირაია ამხანაგურ ტურნირს უმასპინძლებს. Diriyah Tennis Cup-ზე სამი დღის განმავლობაში ჩოგბურთის ვარსკვლავები მოიყრიან თავს. მათ შორის იქნება ტოპ 10-ის ხუთი წევრი: სტეფანოს ციციპასი, დანილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ტეილორ ფრიცი, ჰუბერტ ჰურკაჩი. ასევე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება ალექსანდრ ზვერევი. ვიხილავთ მძიმე ტრავმიდან დაბრუნებულ დომინიკ ტიმსა და სტენ ვავრინკასაც. შვიდთვიანი უქმობის […]
ბერეტინი ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს
26 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა განვლილი 2022 წლისა და მომავალი 2023 წლის სეზონების შესახებ ისაუბრა. ბერეტინიმ სეზონის ბოლო მატჩი დევისის თასის ნახევარფინალში, ფაბიო ფონინისთან ერთად წყვილში ჩაატარა. იტალიური დუეტი კანადელებთან ორ სეტში დამარცხდა. წლევანდელი სეზონის სტარტზე მატეო რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებდა, თუმცა მისთვის ეს კოშმარული წელი გამოდგა. იტალიელმა პრაქტიკულად მთელი წელი ტრავმებთან და კოვიდთან ბრძოლაში გაატარა. […]
ჯოკოვიჩი შემაჯამებლის ტრიუმფატორია
2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ჩემპიონი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია. ნოლე ფინალურ შეხვედრაში კასპერ რუდს დაუპირისპირდა, რომელთანაც 100%-იანი მოგებათა მაჩვენებელი აქვს. სერბი ამ ტურნირის ფინალში მერვედ იღებდა მონაწილეობას, ნორვეგიელისთვის კი ეს სადებიუტო ფინალი იყო. მიუხედავად ნადალთან განცდილი მარცხისა, რუდმა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალი მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ის ნოვაკს […]