ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა დასრულდა. გაირკვა ნახევარფინალების ბადეც. ასეთი წყვილები მივიღეთ: პსჟ vs ბარსელონა მადრიდის ატლეტიკო vs დორტმუნდის ბორუსია ამ ორი წყვილის გამარჯვებული კი შემდეგი წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში: მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი ლონდონის არსენალი vs მიუნხენის ბაიერნი მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს გაიმართება.
ბარსელონა vs ნაპოლი – წინათქმა
ბარსელონა – ნაპოლი თავიდანვე ყველაზე საინტერესო წყვილი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში. ინტერი ატლეტიკოს გარდა ყველა დარჩენილ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, და როგორც ჩავლილმა მერვედფინალებმა გვანახა ეს ფავორიტები მარტივად გადიან შემდეგ ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მეოთხედფინალში რამდენიმე კლასიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ, მათ შორის ისეთ მატჩებს, რომლებსაც ძალიან ხშირად გაიხსენებენ. დიდი ამბავია ასეთ მეოთხედფინალში მოხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას […]
კვარა და სხვები – ქართველები vs ბარსელონა
ქართველები და ბარსელონა – ესპანურ გრანდს საქართველოში ათასობით გულშემატკივარი ჰყავს. ცხადია, მათი დიდი ნაწილი საყვარელ გუნდში ქართველს დიდი სიამოვნებით იხილავდა. თუკი სხვადასხვა გამოცემებს დავეყრდნობით, ამის შანსი არსებობს, რადგან ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენს. დღეს მათი გზები კი პირველად გადაიკვეთება – ნაპოლი vs ბარსელონა, მარადონაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი გაიმართება. ქართველები და ბარსელონა აქამდე […]
ნაპოლი vs ბარსელონა – წინათქმა
დღეს თბილისის დროით 00:00 ზე ნეაპოლში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მერვედფინალების ცენტრალური მატჩი გაიმართება. ნაპოლი ბარსელონას უმასპინძლებს. ორივე გუნდი წინა სეზონში უკეთესი იყო, ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი საერთოდ არ გვანან ჩემპიონებს. ვერ წავიდა საქმე კარგად ბარსელონასთვის და ძალიან ცუდი გზით იარა ნაპოლიმ. თუმცა, განსხვავება მაინც დიდია. ლაპორტა ჩავის ბოლომდე ენდო, სეზონს ჩაამთავრებს და შემდეგ […]