ბარსა vs მანჩესტერი/თავი პირველი – 2:2
პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. ჩავი vs ტენ ჰაგი სურპრიზები ორივე მწვრთნელმა შემოგვთავაზა, ჩავიმ სასტარტო თერთმეტეულის თვალსაზრისით, ტენ ჰაგმა კი ტაქტიკური ვარიაციის. რაღაც მხრივ, ორივემ მიიღო ის, რაც სურდა. ტენ ჰაგის ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური კომფორტი შეექმნა რაშფორდისთვის, შეეთავაზებინა მისთვის ის ზონა, რომელიც ყველაზე დაუცველი […]
ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი – Preview
ბარსელონა ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ანონსი ისეთია ჩემპიონთა ლიგასაც მოუხდებოდა, გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. ლაპორტამ სეზონის წინ ყველაფერი სასწორზე შეაგდო, ბოლომდე გარისკა და დამარცხდა. მიზანი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო, მხოლოდ ასე შეიძლებოდა იმ ფინანსური გზის გავლა, რომელიც პრეზიდენტმა დაგეგმა, მაგრამ არ გაუმართლა. ჯერ ერთი, სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, მერე მეორე – დაცვის ხაზი […]
მესის ძმის ხმაურიანი განცხადება და ლაპორტას პასუხი
“ლიონელ მესის ძმის სიტყვები ბარსელონასა და მესის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს”, – თქვა ჟოან ლაპორტამ. მესის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია პსჟ-თან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლეო სეზონის დასრულებას ელოდება. ვერ ვიტყვით, რომ პსჟ-ში საუკეთესო მესის ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი ბევრად კარგი აქვს, ვიდრე სადებიუტო ჰქონდა. სულ სხვაა მესი არგენტინაში, სულ სხვაა მესი […]
ბარსელონამ დიდი უპირატესობა მოიპოვა
ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სევილია დაამარცხა და 8 ქულით გაუსწრო მადრიდის რეალს, რომელმაც მალიორკასთან წააგო გასვლაზე. (1:0) მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, მოედანი მალევე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენი გაუცდება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მანჩესტერთან შეხვედრას გამოტოვებს. ჩავი ერნანდესი მთელი სეზონის მანძილზე ეძებდა ოპტიმალურ ტაქტიკას, მიაგნო კიდეც, 4-5-1 იდეალური აღმოჩნდა ამ გუნდისთვის, შეტევის დროს 3-4-3 ზე ეწყობა, […]