დურანტი ფინიქსში ითამაშებს

ხდება ის, რასაც ყველა ელოდა. ბრუკლინ ნეტსი ფინიქსს შეუთანხმდა, კევინ დურანტი გუნდს დატოვებს, ბრუკლინი მის ნაცვლად მიკალ ბრიჯისს, ქემ ჯონსონსა და ჯა ქროუდერს მიიღებს. კაირი ირვინგმა, დალასში დებიუტის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა მიხარია, რომ კევინი ბრუკლინს მოსცილდებაო. დიდი სამეულიდან ბრუკლინს აღარავინ დარჩა, არადა, მოლოდინი ისეთი იყო, ზედიზედ უნდა მოეგოთ ჩემპიონობა. ჯერ ჰარდენი, მერე ირვინგი, ახლა დურანტი.. […]

უორიორზმა კარის გარეშე მოიგო

საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში. ჯერჯერობით მოცდა გვიწევს, კაირის გადასვლა დალასში არ გაოფიციალურებულა, თუმცა, ცვლილებით უკვე ბევრი რამ შეიცვალა. ბრუკლინში პოსტ-კაირის ერა დაიწყო. კევინ დურანტი ისევ არ დაბრუნებულა. კლიპერსთან შეხვედრა გამოტოვა სეთ კარიმაც და მოულოდნელი გმირიც ვიხილეთ. დიდი დანაკლისის პირობებში დიდი დრო მიიღო 21 წლის ქემ ტომასმა, იაპონიაში დაბადებულმა ამერიკელმა მოთამაშემ, რომელმაც 39 წუთში 47 ქულა […]

დიდი გაცვლა – კაირი ლუკასთან მიდის

ბრუკლინ ნეტსი თანახმაა კაირი ირვინგს შეელიოს და დალასის წინადადებას დათანხმდეს. კაირის დალასში გადაცვლა ყველაფერს ცვლის ბრუკლინისთვის, დალასისთვის, NBA-ისთვის. თავდაპირველად ელოდნენ, რომ ირვინგი ზაფხულში დატოვებდა ბრუკლინს. კონტრაქტიც ამ დროს ეწურება. მერე თებერვალი ითქვა და უცბად ბომბივით გასკდა ეს ამბავი. დალასში ირვინგთან ერთად მორისიც გადავა, ბრუკლინი კი სპენსერ დინუიდის, ფინი-სმითს, 2029 წლის დრაფტის პირველი რაუნდის ერთ და […]

ბოსტონმა ბრუკლინი გაანადგურა

ბოსტონმა ბრუკლინი უშანსოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კაირი ფორმაშია, კევინ დურანტის არყოფნა ბრუკლინზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. რასაკვირველია, დურანტი უფრო დიდი დანაკლისია ბრუკლინისთვის, ვიდრე მარკუს სმარტო ბოსტონისთვის. როცა ტეიტუმი, ბრაუნი და ჰორფორდი სასტარტოში გყავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ბოსტონმა 139:96 მოიგო. 43 ქულიანი უპირატესობა დიდი ამბავია. ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა […]