დრამა ლოს ანჯელესში
დრამა ლოს ანჯელესში – ბებერი ლებრონი ახალბედა ჯა მორანტის წინააღმდეგ. მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა, იყო სანახაობრივი და ბოლო წამებამდე დაძაბული შეხვედრა. თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე, შრიოდერმა ბურთი მოიპარა, ორქულიანი ჩააგდო და ჯარიმაც აიკიდა. ასე რომ, ერთი ქულით უკან მყოფი ლეიკერსი ორი ქულით წინ გავიდა. თუმცა, დარჩენილ დროში ბრენდონ კლარკმა ორი საჯარიმო სროლის უფლება მიიღო, თავისუფლად […]
ორი ოვერტაიმი და ლუკა მეჯიქ!
ბრუკლინ ნეთსმა ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლა და 98:109 დამარცხდა. ბრუკლინმა კევინ დურანტის გარეშე ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო. კაირი ირვინგის ანგარიშზე 24 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. კარგად დაიწყო ბენ სიმონსმა, პირველ ნახევარში უკვე 10 პასი ჰქონდა, საბოლოოდ, 9 მოხსნითა და 13 პასით დახურა შეხვედრა, თუმცა, ერთი ქულაც არ ჩაუგდია. დანაკლისი ჰქონდა ბოსტონსაც. არ უთამაშია […]
NBA – ბრუკლინის მოგება დურანტის ტრავმის ხარჯზე
მაიამიმ ბრუკლინს უმასპინძლა და ერთი ქულით – 101:102 დამარცხდა. ბოლო სროლა კაირი ირვინგმა დაიტოვა, თუმცა, სამქულიანი გააცუდა, როის ონილმა მეტოქის ფარზე მოხსნა და გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო. კარგი მატჩი გამოვიდა, თუმცა, ცუდიც ვნახეთ, – ჯიმი ბატლერი ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან ცუდად შეეჯახა კევინ დურანტს. კევინს ფეხი მოჰყვა და სავარაუდოდ მუხლი დაიზიანა. პარკეტი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. არის […]
91 ქულა პირველ ნახევარში – ბრუკლინის რეკორდი
კი, დრემონდ გრინიც იყო პარკეტზე. ყოფილ თანაგუნდელს დაუპირისპირდა და ძალიან ცუდ ხასიათზეც დარჩა. ბრუკლინ ნეტსმა პირველ ნახევარში 91 ქულა ჩააგდო! ეს მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია NBA-ის ისტორიაში. კევინ დურანტმა 29 წუთი დაჰყო პარკეტზე და 23 ქულა დააგროვა. 23 დან 21 პირველ ნახევარში ჩააგდო. თამაშის დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბრუკლინი ვარჯიშობდა. უორიორზმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, რა […]