პსჟ vs ბარსელონა – წინათქმა

უკვე მერვედფინალებში გახდა ნათელი რომ წინ ძალიან მაგარი მეოთხედფინალები გველოდა. ისე მოხდა რომ მთავარი ფავორიტები ერთმანეთს აცდნენ და ყველამ ერთად მოიყარა თავი მომდევნო ეტაპზე, რაც რაღაც მხრივ კლასიკური და ისტორიული მატჩების გარანტია გახდა. ორი ასეთი მატჩი უკვე შედგა. მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დუელი თრილერად იქცა ბერნაბეუზე. მეორე მხრივ კი არც არსენალსა და ბაიერნს დაუკლიათ. […]

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა დასრულდა. გაირკვა ნახევარფინალების ბადეც. ასეთი წყვილები მივიღეთ: პსჟ vs ბარსელონა მადრიდის ატლეტიკო vs დორტმუნდის ბორუსია ამ ორი წყვილის გამარჯვებული კი შემდეგი წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში: მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი ლონდონის არსენალი vs მიუნხენის ბაიერნი მატჩები 9-10 და 16-17 აპრილს გაიმართება.

ბარსელონა vs ნაპოლი – წინათქმა

ბარსელონა – ნაპოლი თავიდანვე ყველაზე საინტერესო წყვილი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში. ინტერი ატლეტიკოს გარდა ყველა დარჩენილ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, და როგორც ჩავლილმა მერვედფინალებმა გვანახა ეს ფავორიტები მარტივად გადიან შემდეგ ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მეოთხედფინალში რამდენიმე კლასიკურ დაპირისპირებას ვიხილავთ, მათ შორის ისეთ მატჩებს, რომლებსაც ძალიან ხშირად გაიხსენებენ. დიდი ამბავია ასეთ მეოთხედფინალში მოხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას […]

წინათქმა – მადრიდის რეალი vs ლაიფციგი

ორი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია, გუშინ როგორც მოსალოდნელი იყო მიუნხენის ბაიერნმა და პარი სენ ჟერმენმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მერვედფინალები ისე დაწყვილდა რომ თავიდანვე ნათელი გახდა – თუ ეს ეტაპი სენსაციების გარეშე ჩაივლის, წინ ბევრი კლასიკური დაპირისპირება გველის. დღეს კიდევ ორი გუნდი გავა მეოთხედფინალში. დღევანდელ შეხვედრებს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ორივეს უპირატესობა […]