წინათქმა – ბაიერნი vs ლაციო
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. რეალ სოსიედადი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს, მიუნხენის ბაიერნი კი რომის ლაციოს მიიღებს საკუთარ მოედანზე. პარიზელებს ორბურთიანი უპირატესობა აქვთ, მიუნხენის ბაიერნს კი თამაშის მოტრიალება მოუწევს. რომში ლაციომ 1:0 გაიმარჯვა. როგორ ჩაიარა კვირამ – მიუნხენის ბაიერნი რომში მარცხის შემდეგ ბაიერნმა სამი შეხვედრა გამართა ბუნდესლიგაში და ვერ ვიტყვით რომ კარგ ხასიათზე […]
კვარა და სხვები – ქართველები vs ბარსელონა
ქართველები და ბარსელონა – ესპანურ გრანდს საქართველოში ათასობით გულშემატკივარი ჰყავს. ცხადია, მათი დიდი ნაწილი საყვარელ გუნდში ქართველს დიდი სიამოვნებით იხილავდა. თუკი სხვადასხვა გამოცემებს დავეყრდნობით, ამის შანსი არსებობს, რადგან ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენს. დღეს მათი გზები კი პირველად გადაიკვეთება – ნაპოლი vs ბარსელონა, მარადონაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი გაიმართება. ქართველები და ბარსელონა აქამდე […]
ნაპოლი vs ბარსელონა – წინათქმა
დღეს თბილისის დროით 00:00 ზე ნეაპოლში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მერვედფინალების ცენტრალური მატჩი გაიმართება. ნაპოლი ბარსელონას უმასპინძლებს. ორივე გუნდი წინა სეზონში უკეთესი იყო, ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი საერთოდ არ გვანან ჩემპიონებს. ვერ წავიდა საქმე კარგად ბარსელონასთვის და ძალიან ცუდი გზით იარა ნაპოლიმ. თუმცა, განსხვავება მაინც დიდია. ლაპორტა ჩავის ბოლომდე ენდო, სეზონს ჩაამთავრებს და შემდეგ […]
პსვ ეინდჰოვენი vs დორტმუნდის ბორუსია – ჩემპიონთა ლიგა
პსვ vs დორტმუნდი – ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალების მეორე კვირა იწყება. სამშაბათის მატჩები ეინდჰოვენსა და მილანში გაიმართება. მატჩების ლაივებს setantasports.com-ზე 23:55-დან იხილავთ. სად ვუყურო პსვ vs დორტმუნდის მატჩს პსვ vs დორტმუნდი 1/8-ფინალური წყვილის პირველი მატჩის ნახვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეეძლება. ეინდჰოვენში გასამართი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23:55 წუთიდან დაიწყება. დღის მეორე შეხვედრაში ინტერი მადრიდის ატლეტიკოს […]