ინტერი vs ატლეტიკო – წინათქმა

დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მერვედფინალების პირველი შეხვედრები გაიმართება. ჩემი აზრით უფრო მეტად საინტერესო. დღეს ინტერი ატლეტიკოს უმასპინძლებს, ხვალ კი ნაპოლი ახალი მწვრთნელით ბარსელონას დახვდება. გარდა ამისა, დღეს პსვ – დორტმუნდიც გაიმართება. ხვალ კი პორტუ – არსენალი. ვინ როგორ ფორმაშია – ინტერი ინტერმა ბოლო რვა შეხვედრა მოიგო, მათ შორის იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალი და […]

პარი სენ ჟერმენი vs რეალ სოსიედადი – წინათქმა

საინტერესო წყვილია. პარიზელები საკუთარ მოედანზე ბასკებს უმასპინძლებენ. ლუის ენრიკესთვის სოსიედადი კარგად ნაცნობი გუნდია, იცნობს მათ სათამაშო სტილს, კულტურას და ფეხბურთელებსაც. ფავორიტი, რა თქმა უნდა, სენ ჟერმენია, მაგრამ ამ ეტაპზე იოლი გამარჯვების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. პსჟ vs რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ ატლეტიკოს 11 ქულით ჩამორჩება, მიმდინარე სეზონში […]

ლაციო vs ბაიერნი – წინათქმა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები გუშინ ორი მატჩით გაიხსნა, დღეს კიდევ ორ შეხვედრას ვიხილავთ. ყველაფერმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. მადრიდის რეალმა გასვლაზე ლაიფციგი დაამარცხა 1:0, ხოლო მანჩესტერ სიტიმ ასევე გასვლაზე მოიპოვა გამარჯვება კოპენჰაგენთან – 3:1. დღეს კი უფრო საინტერესო თამაშები გველის, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია და ასე დამაჯერებელ მოგებას ვერ ვუწინასწარმეტყველებ ვერცერთ გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ამ […]

დღეს ჩემოიონთა ლიგა ბრუნდება – ლაიფციგი vs მადრიდის რეალი / კოპენჰაგენი vs მანჩესტერ სიტი

დასრულდა ლოდინი, იანვრის თვე ყოველთვის რთულია, რადგან ჩემპიონთა ლიგა არ გვაქვს სანახავი. თებერვლის დასაწყისი კი სიხარულთან ასოცირდება, რადგან ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გვიბრუნდება. წილისყრამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ერთადერთი მატჩი მივიღეთ ინტრიგით – მილანის ინტერი და მადრიდის ატლეტიკო. ყველაზე დიდ ინტერესს კი ნაპოლისა და ბარსელონას შეხვედრა იწვევს, მაგრამ ინტრიგა რამდენად აქვს ამ შეხვედრას თავად განსაჯეთ. თუმცა, სანახაობა […]