დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია
ისტორიაში მე-19-ედ – დინამო თბილისმა დინამო ბათუმთან 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 2 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. საქართველოს 34-ე ჩემპიონატი დინამო თბილისმა მოიგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ბოლო ტურში გაგრა 2-1 დაამარცხა და ოქრო მედლებს დაეუფლა. ბოლო ტურში დედაქალაქელები საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულნი, 3 ქულა ჩემპიონობას ნიშნავდა, სხვა შემთხვევაში კი პირველი ადგილის შანსი დინამო ბათუმსაც ჰქონდა. […]